9 მაისს, 12:00 საათზე "ექსპო ჯორჯიაში" ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
"75 წელი შუმანის დეკლარაციის ხელმოწერიდან — ერთად აღვნიშნოთ რაც გვაერთიანებს" —9 მაისს, 12:00 საათზე "ექსპო ჯორჯიას" 11-ე პავილიონში "ევროპის დღე 2025" გაიმართება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"ევროპის დღე არის ტრადიცია, რომელიც აღნიშნავს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი", — 1999 წლის 27 თებერვალს ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა საქართველოს ევროპული გზის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროკავშირის ურთიერთობამ საქართველოსთან მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის დღე 2025-სადმი მიძღვნილი ღონისძიებები "ექსპო ჯორჯიაში" საგამოფენო სივრცეებში გაიმართება:
"ყველაზე მასშტაბური ტრადიციულად მე-11 პავილიონი იქნება, სადაც დამთვალიერებლებს ევროკავშირის მიერ მთელს საქართველოში დაფინანსებული ინიციატივების ნახვა შეეძლებათ — განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან თანასწორობამდე.
მე-11 პავილიონის მიმდებარედ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნებას და შეძენას მოახერხებთ. ასევე გაიგებთ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის განვითარებას, შეხვდებით ადგილობრივ ოსტატებს და გაიგეთ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.
მრავალფეროვანია მე-3 პავილიონის პროგრამაც. აქ ევროპის დღეზე მოსულებს დახვდებათ აუდიო-ვიზუალური გამოფენა "ეს ქვეყანა შენია" და ფოტო გამოფენა ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს. აქვე გაიმართება საგანმანათლებლო თამაში "წიგნების თარო", სადაც ახალგაზრდები გამოავლენენ თავიანთ ცოდნას ევროპის ისტორიის, ლიტერატურის და ღირებულებების შესახებ.
ევროპის დღის ფარგლებში, მე-3 პავილიონის მახლობლად შეფი ქეთი ბაქრაძე და ევროკავშირის დიპლომატები გიწვევენ კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ავთენტური ევროპული კერძები.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები თავიანთ კულტურას მე-6 პავილიონში წარადგენენ. აქვე გაიგებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ.
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი EU საუბრები #ertad-ს უკავია, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან. ისინი იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და მათ როლზე საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში. საუბრების მოდერატორი მწერალი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელი ივა ფეზუაშვილი იქნება", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის დღე 2025
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ქართული წარმოშობის მეცნიერ მიშელ მუსხელზე, რომელმაც 1948 წელს მან პროფესორ გასტონ სტეფანისთან ერთად გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტი დაწერა და ერთ-ერთი იყო მათ შორის ვინც ევროკავშირის იდეას ჩაუყარა საფუძველი.
"მეოცე საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს ევროპა ევროპის საუკეთესო მოაზროვნეები ფიქრობდნენ იმის შესახებ როგორ დაემყარებინათ კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობა. მათ შორის იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. მისი აზრით გამოსავალი ინტეგრაცია, კონტინენტზე მრავალფეროვანი ერთობის შექმნა იყო. ქართული წარმოშობის მეცნიერი, მიშელ მუსხელი იყო ერთ-ერთი გავლენიანი ხმა ფრანგულ აკადემიურ წრეებში. მან დააფუძნა "ფედერალისტთა უნივერსიტეტთაშორისი გაერთიანება", რომლის მსგავსი ორგანიზაციებიც შეიქმნა იტალიაში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. 1948 წელს მან პროფესორ გასტონ სტეფანისთან ერთად გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტი დაწერა. 1949 წელს კი გამოქვეყნდა ევროპული ინტეგრაციის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: მუსხელის სტატია "ევროპა ფედერალიზმის წინაშე".
მიშელ მუსხელი 1903 წელს თბილისში დაიბადა, ევროპაში სასწავლებლად წასულმა კი, 1921 წლის ოკუპაციის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
მიხეილ მუსხელიშვილის და სხვების იდეა ერთიანი ევროპის შესახებ რეალობად მალევე აქცია 1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანის დეკლარაციის ხელმოწერამ, რომელიც ევროკავშირის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდა. თავდაპირველად დასავლეთ გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა ბელგიამ და ლუქსემბურგმა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება ჩამოაყალიბეს. ის კი საბოლოოდ გარდაიქმნა ორგანიზაციად, რომელმაც 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა. რობერტ შუმანის დეკლარაციის ხელმოწერის დღე უკვე მრავალი ათწლეულია აღინიშნება.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროპის დღე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმბოლური თარიღი: "ხელმოწერიდან 75 წლის თავზე ვხედავთ, რომ ეს არის იმ ევროპული პროექტის უზარმაზარი წარმატების დადასტურება, რომელიც 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაიწყო და რომელმაც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ჩვენს საერთო წარსულ ვიხსენებთ და მოუთმენლად ველით იმ მომავალს, რომელიც გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ავაშენოთ".
ევროკავშირი მრავალფეროვანი ერთობაა. მიშელ მუსხელის ისტორია კი ერთ-ერთია იმ მრავალ ისტორიასა თუ კავშირს შორის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
გაიგეთ მეტი აქ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები