ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ასაკზე მიუთითა და თქვა, რომ "ჰგონია, მას კლიმაქსის პრობლემა" აქვს
ოცნების დეპუტატი, ირაკლი დეპუტატი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიმართავს, რომ მის "ქვეყანას და ევროკავშირს მიხედოს, რომელიც უავტორიტეტო და რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა".
ამას გარდა, ზარქუა მის ასაკზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ "კლიმაქსის პრობლემა" აქვს, ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.
"ქალბატონი რაისა რასა იუკნევიჩიენე დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი "მეგობარია". ყველა ადამიანს ემართება — გარკვეულ ასაკში რომ მიდის, შემდეგ არაადეკვატურები ხდებიან. ეს ქალბატონი, რომელსაც უკვე ასაკმა უწია, ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს არ არის "ეიჯიზმი", უბრალოდ ყველაზე გამოკვეთილად არაადეკვატურ განცხადებებს ეს ქალბატონი აკეთებს. რომ იცოდეთ, ამ ქალბატონს თავის ქვეყანაში 1%-იანი ლეგიტიმაციაც არ აქვს. როგორც კი დამთავრდება და ამოწურავს საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეიტინგი არ აქვს. ასეთი ადამიანები გვმოძღვრავენ. ასეთი ადამიანები მორალს გვიკითხავდნენ, თუ როგორ უნდა დავუწესოთ სანქცია რუსეთს, რომლის ქვეყანა პირველ ადგილზეა ნავთობით ვაჭრობაში და ღვინის ექსპორტში. ამ ხალხის მორალი რა არის? — წეროს და იკითხოს, იკითხოს და წეროს. ჩვენთვის მათი განცხადებების მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ესენი ქართული საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ. ისინი ლობისტური ორგანიზაციების მხრიდან დაქირავებულები არიან, რომ ნაცმოძრაობას მხარი დაუჭირონ და ჩვენი ქვეყანა გააშავონ. ისინი ნაცმოძრაობის მეგობრები არიან. ქალბატონი რაისა, შემდეგ სახელი გადაირქვა, კუბილიუსთან ერთად "პერესტროიკით" გორბაჩოვის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ჩვენ ამ მორალის ადამიანი დემოკრატად გამოგვეცხადა და მორალს გვიკითხავს, ქართველებს რა სიტყვებით ამკობს. მე მგონია, ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა. ამიტომაც არის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ქალბატონო რასა, თქვენს ქვეყანას და ევროკავშირს მიხედეთ, რომელიც უავტორიტეტო და რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა თქვენს ხელში. სახელმწიფოებს ევროკავშირში შესვლა აღარ უნდათ, შესვლა კი არა, ვინც არის, ისინი დატოვებაზე ფიქრობენ. ეს ყველაფერი თქვენ და ლობისტების მიერ დაქირავებულებმა მოახერხეთ", — განაცხადა ზარქუამ.
ცნობისათვის, რასა იუკნევიჩიენემ ევროპის სახალხო პარტიის შეკრებაზე განაცხადა, რომ საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია, ეს შეიძლება ევროკავშირის წევრებსაც დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შეაჩერებენ.
"საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ჩვენს კონტინენტზე. დღეს ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოსთვის წაგების ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო. სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები - ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდან.
თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ.
საქართველოს "დე-ბიძინიზაცია" — ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციაა. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე", — განაცხადა იუკნევიჩიენემ (IPN-ის თარგმანი).
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები