Sky News: ვატიკანში შეხვედრის შემდეგ, ტრამპი ფიქრობს, რომ ზელენსკი მზადაა ყირიმი დათმოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობას მოიცავს. Sky News-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ვატიკანში შეხვედრის დროს მხარეებმა ოკუპირებული ნახევარკუნძულის საკითხის განხილვა მოახერხეს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის აზრით, ზელენსკი მზადაა ყირიმი დათმოს — "ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში", შემდეგ კი დასძინა: "[მე] ნუ მელაპარაკებით ყირიმზე, ესაუბრეთ ობამას და ბაიდენს ყირიმზე".
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვატიკანში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე გაიმართა, "შესანიშნავი" უწოდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლამდე განუცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრამ "კარგად ჩაიარა".
"კარგი შეხვედრა გვქონდა. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო... ეს ყველაზე შესანიშნავი კაბინეტია, რაც კი ოდესმე მინახავს... მას [ზელენსკის] სურს, რომ თავისი ქვეყნისთვის რაიმე კარგი გააკეთოს. ვფიქრობ, ის კარგ საქმეს აკეთებს და ბევრს შრომობს", — აღნიშნა მან.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკიმ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ "მას მეტი იარაღი სჭირდება".
"მაგრამ ის ამას სამი წელია ამბობს... ახლა მინდა ვნახო, რა მოხდება რუსეთთან დაკავშირებით. რადგან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვიყავი რუსეთით. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მათ ეს ადგილები დაბომბეს", — თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ურთიერთობა ზელენსკისთან "არასდროს ყოფილა ცუდი"“ და თებერვლის ბოლოს ოვალურ კაბინეტში არსებული სიტუაცია "პატარა კამათი" იყო.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ხედავს, რომ ზელენსკი ახლა "უფრო დამშვიდდა", "ესმის სურათი" და "სურს შეთანხმების დადება".
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ვატიკანში შეხვდნენ. უკანასკნელი პატივის მისაგებად.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან მის შეხვედრას ისტორიული პოტენციალი აქვს. თეთრმა სახლმა შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდა.
იმავე დღეს, ტრამპმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული ბოლო დარტყმები და გამოთქვა ეჭვი — უნდა თუ არა ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს, რის გამოც რუსეთს სანქციებით დაემუქრა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები