მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ამ პროცესში ვართ უკვე კარგა ხანია და ქართველი ხალხის გამძლეობაც გაიტესტა - ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"ქართველი ხალხის მობილიზაცია მოხდა ერთგვარად, სწორედ სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად - როდესაც სასწორზე იდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუ უცხო ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამ პროცესში ვართ უკვე კარგა ხანია და გარკვეულწილად ჩვენი ერის და ქართველი ხალხის გამძლეობაც რაღაცნაირად გაიტესტა ამ პროცესში", — ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა იმედი live-ში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.
მისი თქმით, "ძალიან მცდარად შეიძლება ფიქრობდეს ვინმე ბრიუსელში: რომ თუ ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის გაბრაზებას, მერე ესენი დააბრალებენ ყველაფერს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებას ჩვენ შევცვლით".
"აქ საუბარია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე, რასაც ევროკავშირი უკვე ორი წელიწადია განიხილავს. ამ თემაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის. სხვადასხვა ინსტიტუტში მზადდება დოკუმენტები, თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის სავიზო რეჟიმების შეჩერების საფუძვლები და აქ საუბარია შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად დაამატონ გაუარესებული ურთიერთობა მესამე ქვეყანასთან. ანუ შემოიტანონ ერთგვარი პოლიტიკური მექანიზმი შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, ევროკავშირი იმსჯელებს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ეს მათი პრეროგატივაა თუ რა საფუძვლით გადაწყვეტენ ამა თუ იმ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმების შეჩერებას თუ ამ თემაზე საერთოდ საუბრის დაწყებას.
აქ არის თავად პრინციპზე საუბარი თუ რას უნდა დაეყრდნოს ევროკავშირი მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დადგება რომელიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეჩერება. საინტერესოა გამოხმაურება ამ დისკუსიასთან დაკავშირებით საქართველოში. ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღე და ღამე იბრძოდნენ იმისთვის, რომ როგორმე მიეღწიათ საქართველოს დასჯის მექანიზმად უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის, ისინი ახმაურდნენ, რომ რაღაც ხდება. ისეთ რაღაცას აბრალებენ ხელისუფლებას და ძალიან, ვითომდა გულწრფელად წუხან იმაზე, რომ შეიძლება ევროკავშირმა ერთ მშვენიერ დღეს ამ მექანიზმის შეჩერება გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში.
...გახსოვთ ალბათ, შარშან ივნისის განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და მაშინ შემუშავდა კიდეც ერთგვარი დოკუმენტი. კატეგორიებად დაყოფილი დასჯის მექანიზმები. იქ იყო საუბარი ამაზეც, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლებოდა გამოეყენებინათ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ევროკავშირის საბჭომ ასეთი ზომები არ გაითვალისწინა და მაშინ მსგავსი განხილვები, ასე ვთქვათ, ვერ გავიდა ევროკავშირის საბჭოში და საერთოდ გვერდზე გადაიდო ამგვარი მექანიზმების გამოყენება.
...ჯერ ეს მექანიზმი თავად უნდა შევიდეს ძალაში, უნდა ამოქმედდეს, ეს, როგორც წინაპირობად. შემდგომ უკვე ეს წინაპირობა თუკი იარსებებს და თუკი სურვილი ექნებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აამოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში, ამასაც თავისი პროცესი ექნება გასავლელი. ახლა, წინასწარ ამაზე სპეკულირება ნამდვილად არასწორი იქნებოდა, გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მოდით, ასე ვთქვათ. იმის ილუზია, რომ ამან შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში რა შედეგი გამოიღოს...
ჩვენ ვნახეთ, რომ შეიძლება, ბრიუსელის ბიუროკრატიას ბევრი რამ ეგონა, რომ ეფექტიანი იქნებოდა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. სინამდვილეში, მოხდა ისეთი რამ, რომ პირიქით, ქართველი ხალხის მობილიზაცია მოხდა ერთგვარად, სწორედ სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად — როდესაც სასწორზე იდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუ უცხო ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამ პროცესში ვართ უკვე კარგა ხანია და გარკვეულწილად ჩვენი ერის და ქართველი ხალხის გამძლეობაც რაღაცნაირად გაიტესტა ამ პროცესში და ახლა უკვე ინსტრუმენტებს, ვინ რას გამოიყენებს, ძალიან მცდარად შეიძლება ფიქრობდეს ვინმე ბრიუსელში: რომ "თუ ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის გაბრაზებას, მერე ესენი დააბრალებენ ყველაფერს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებას ჩვენ შევცვლით", — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები