სნეიპი, ჰაგრიდი და სხვები — ჰარი პოტერის სერიალში მონაწილე მსახიობების ვინაობა გავიგეთ
ფოტო: HBO
პოტერჰედებისთვის დიდი ამბავი გვაქვს! ჰარი პოტერის სერიალში მონაწილე პირველი მსახიობების ვინაობა გახდა ცნობილი. ბოლო თვეების განმავლობაში შეუწყვეტელი მითქმა-მოთქმის შემდეგ, HBO-მ დაადასტურა, ვინ განასახიერებს ჰოგვორტსის პროფესორებსა და სხვა თანამშრომლებს.
- ჯონ ლითგოუ ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის, როლში
- ჯენეტ მაკტირი პროფესორ მინერვა მაკგონაგელის როლში
- პააპა ესიდუ პროფესორ სევერუს სნეიპის როლში
- ნიკ ფროსტი ჰოგვორტსის გასაღებებისა და მიწების მცველის, რუბეუს ჰაგრიდის, როლში
- ლუკ თელონი პროფესორ ქვირინუს ქვირელის როლში
- პოლ უაითჰაუსი ჰოგვორტსის ყარაულის, არგუს ფილჩის, როლში
"მოხარულები ვართ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე მსახიობები შემოვიკრიბეთ და ერთი სული გვაქვს, ვნახოთ, როგორ გააცოცხლებენ ჩვენთვის საყვარელ პერსონაჟებს", — აცხადებს სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ფრანჩესკა გარდინერი.
აღსანიშნავია, რომ დიდი მოლოდინის მიუხედავად, ფანების ნაწილი მსახიობების ვინაობის გაგებისას აღფრთოვანებული არ დარჩენილა. მეტიც, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა, სნეიპის როლზე შავკანიანი მსახიობის განხილვამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.
ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს დაიწყება. მანამდე კი ჩვენ ასევე გავიგებთ, ვინ განასახიერებს ლეგენდარულ ტრიოს: ჰარის, რონსა და ჰერმიონს. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობებისთვის ღია ქასთინგი შარშან შემოდგომაზე დაიწყო და მასში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო.
ფოტო: Warner Bros.
წლების განმავლობაში გავრცელებული ხმები, ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ, საბოლოოდ 2023 წელს დადასტურდა. მაშინ გავიგეთ ისიც, რომ სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს, თითოეულ წიგნს კი თითო სეზონი დაეთმობა.
- ხმები დადასტურდა — 5 რამ, რაც ჰარი პოტერის მომავალ სერიალზე გავიგეთ
- GOT-ის და The Last of Us-ის რეჟისორი — ცნობილია, ვინ იმუშავებს ჰარი პოტერის სერიალზე
- ჰარი პოტერის ფილმებში გამოტოვებული 5 პერსონაჟი, რომლის ხილვაც სერიალში გაგვიხარდება
ჯოან როულინგის ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
კომენტარები