TI: ზვიად ქორიძის მიმართ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობისათვის ჯერაც არავინ დასჯილა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკვე თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჯგუფური ძალადობა განახორციელეს ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ჯერაც არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
მათვე თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აჭარის პროკურატურას საქმე ისე მიჰყავს, რომ საბოლოო ჯამში ამ საქმეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებული არც ეყოლება.
"უკვე თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჯგუფური ძალადობა განახორციელეს ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე, რომელიც ბათუმში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა და პოლიტიკური პატიმრის, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ადევნებდა თვალს.
ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ პარტია ქართული ოცნების რეგიონული მდივანი და ე.წ. პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად აჭარის ე.წ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე, ამ უკანასკნელის მძღოლი გოჩა სამხარაძე და კიდევ ორი პირი.
სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც აჭარის პროკურატურა იძიებს, ზვიად ქორიძე დაზარალებულად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ობიექტური დამკვირვებლისთვის სრულიად აშკარად იკვეთება როგორც ზვიად ქორიძის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტი, ისე მისი სავარაუდო ჩამდენების ვინაობა, ჯერაც არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
საქმის მასალებიდან აშკარა ხდება, რომ ზვიად ქორიძის მიმართ ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ აქტს, მათ შორის, მასზე ფიზიკურ თავდასხმას, აგრეთვე მისივე მიმართულებით გარკვეული საგნის სროლას, რომელიც, რომ მოხვედროდა, კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებდა დაზარალებულს. ამ ყველაფრის ინიციატორი და წამქეზებელი იყო დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიული ქცევით ყველას მიმართ, ვინც ქართული ოცნების მომხრე არ არის.
დანაშაულის ფაქტს ადასტურებს ზვიად ქორიძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური და სხვა ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სასტუმროს თანამშრომლები, რომლებიც ძალადობის თვითმხილველები გახდნენ და, გარკვეულწილად, თავად ძალადობრივი აქტების ორგანიზატორი და მონაწილეებიც, რომლებიც არ უარყოფენ ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს, მაგრამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ინციდენტის დაწყებას თავად დაზარალებულ ზვიად ქორიძეს მიაწერენ.
ზვიად ქორიძის მხრიდან აგრესიული ქცევის შესახებ არაფერია ნათქვამი სასტუმროს პერსონალის ჩვენებებში, რომლებიც დაინტერესებულ პირებს არ წარმოადგენენ. მისი მხრიდან რაიმე გამომწვევი საქციელის არარსებობა შეიძლება დადასტურდეს სასტუმროს ფოიეში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, რომლებიც პროკურატურის მიერ ზვიად ქორიძის ადვოკატისთვის მიწოდებულ მასალებში არ მოიპოვება. ამ ჩანაწერების ბედი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ, საქმის მასალებში მოიპოვება „ლიბერთი“ ბანკის და კიდევ ერთი სუბიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა ხედვის არეალში მხოლოდ სასტუმრო "შერატონის" გარე პერიმეტრის ნაწილი ექცევა და სასტუმროს ფოიეში განვითარებული მოვლენების აღსადგენად არ გამოდგება. ასევე, საქმის მასალებში მოიპოვება "ტელეიმედის" ეთერში გასული მასალა, რომელიც, გარდა იმისა, რომ არასრულია და დამონტაჟებულია მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ზვიად ქორიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთოდ არ შეიცავს.
მთლიანობაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აჭარის პროკურატურას საქმე ისე მიჰყავს, რომ საბოლოო ჯამში ამ საქმეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებული არც ეყოლება. სამწუხაროა, რომ აჭარის პროკურატურას ამ საკითხში ხელი შეუწყო სასტუმრო "შერატონის" ადმინისტრაციამაც, რომელმაც ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცა არც ზვიად ქორიძეს და არც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სასტუმროს ფოიეში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
ქართული ოცნების პროკურატურის ამგვარი მოქმედება ჩვენს გაკვირვებას არ იწვევს, რადგან ძალადობრივი აქტების სავარაუდო ორგანიზატორიც და სავარაუდო აქტიური მონაწილეებიც ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. მეტიც, ორი მათგანი დე-ფაქტო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია, ერთი — მთავრობის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირი და ერთიც ამ უკანასკნელის მძღოლი, რომელიც, ამასთანავე, დიმიტრი სამხარაძის მოგვარეც არის. სხვათა შორის, გამოძიება არც იმით დაინტერესებულა, არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი მოგვარეებს შორის.
როგორც უწინაც აღვნიშნეთ, ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ჩვენს ორგანიზაციასა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად მივიჩნევთ. ამ ძალადობრივი აქტის სრულად გამოუძიებლობა და დამნაშავე პირების დაუსჯელობა მსგავსი აქტების მომავალში გამეორების წაქეზებად აღიქმება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აჭარის პროკურატურას, დროულად მიიღოს ზომები გამოძიების ბოლომდე მისაყვანად და დამნაშავე პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები