ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვისას VISA/Mastercard-ის გავლენას შეამცირებს
"ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვისას VISA/Mastercard-ის გავლენას შეამცირებს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ 27 მარტს საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა. კომენტარს ტაბულა ავრცელებს.
გალდავას თქმით, ეს პროექტი ამჟამად განხილვის სტადიაშია და მას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.
"არ შემიძლია არ აღვნიშნო მეოთხე პროექტიც, თუმცა ის მხოლოდ განხილვის სტადიაშია, ეს არის National Switch-ის პროექტი - ყველამ ვიცით რა არის ბარათი და თუ შეგვიმჩნევია, მათზე მხოლოდ VISA და Mastercard არის დაწერილი, ის ლარში გადარიცხვები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ტერიტორიაზე ლარშიც კი, ხორციელდება უცხოური პროვაიდერების მიმართ, რომელთა ოფისებიც არის სხვა ქვეყანაში, თუმცა ჩვენთანაც არიან კარგად წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ მივედით იქამდე, რომ ამ ინფრასტრუქტურის ამ ეტაპზე ჯერ დანერგვის და არ ქონის გამო ძირითადად ეს ყველაფერი არის VISA და Mastercard-ის მეშვეობით განხორციელებული. ანუ ის გამოცდილება, რომელიც სხვა ქვეყნებში საკმაოდ დიდია, ვცდილობთ გადმოვიტანოთ და ალბათ წელიწად-ნახევარში ორ წელიწადში ეს პროექტები წარმატებით დასრულდება" — თქვა გალდავამ.
სხდომის დროს ბანკის ვიცეპრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, თუ როგორ იმუშავებს ღია ბანკინგის სისტემა ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: "მალე, ალბათ, შესაძლებელი იქნება ბარათის ნაცვლად პირდაპირ მივაბათ ანგარიში, VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. კითხვა ზუსტად ასეთია, გამოიწვევს თუ არა ეს ღია ბანკინგის ჩართვა, და ალბათ გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?" — თქვა ვატო თურნავამ
საპასუხოდ, ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, რომ ამჟამად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.
"ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ ჩვენი მენტალობა, ჩვენი მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს"- თქვა ეკატერინე გალდავამ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები