ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დიქტატორული კანონები გააუქმოს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღოს.
მემორანდუმში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროსაბჭო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისარი ასევე შეშფოთებულია მზია ამაღლობელის საქმეზე და მისი შეფასებით ჟურნალისტის წინასწარი დაკავება გაუმართლებელია.
დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის გამოძიება და საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების რეკომენდაცია
როგორც მაიკლ ო'ფლაერტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, ძალადობისთვის არც ერთი სამართალდამცავი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მეტიც, პროტესტის ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
- “პუბლიკას” ნაცემი ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სამართალდამრღვევად ცნეს
- "თუ ადრე 10 დაკავებულიდან მესამედი აცხადებდა არასათანადო მოპყრობაზე, ახლა ეს ციფრი 70-80%-მდეა
- CMIS-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან დღემდე, აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა
კომისრის რეკომენდაციაში ვკითხულობთ:
- ყველა სამართალდამცავი პერსონალი უნდა ატარებდეს თვალსაჩინო და ინდივიდუალურად გამორჩეული მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.
- გარანტია, რომ ყველა ჟურნალისტს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლება აქციებისა და სხვა საჯარო შეკრებების გაშუქება.
მაიკლ ო'ფლაერტი რეკომენდაციის სახით საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით.
ცნობისთვის, 18 თებერვალს, ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავების ფაქტზე, ჟურნალისტებმა ოცნების დეპუტატებს მიმართეს კითხვით: როგორ გავარჩიოთ გამტაცებელი პოლიციელისგან?
ქართული ოცნების დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ადამიანებს არ იტაცებენ და პოლიციას უნდა ვენდოთ. ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, პოლიციელის და გამტაცებლის გარჩევა იმის მიხედვით მოხდება თუ სად აღმოჩნდება გატაცებული — სასაფლაოზე თუ საგამოძიებო ოთახში.
კომისარი შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც "დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს".
"კომისარი აღნიშნავს, რომ ბევრი ცვლილება კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია და რეკომენდაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანას," — ნათქვამია მემორანდუმში.
მემორანდუმში ასევე საუბარია მზია ამაღლობელის საქმეზეც. კომისრის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება გაუმართლებელია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის რთულ პერიოდს ასახავს.
"ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მზარდ რთულ პირობებს ასახავს. კომისარმა უკვე განაცხადა, რომ მისი წინასწარი დაკავება გაუმართლებელია", — აღნიშნულია მემორანდუმში.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონების გაუქმების რეკომენდაცია
ევროსაბჭოს მემორანდუმში ასევე საუბარია ქართული ოცნების მიერ დაინფიცირებულ კანონებზე. კომისარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.
მემორანდუმში ვკითხულობთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ და მისი ერთადერთი დანიშნულება "გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობაა" და ამ გადაწყვეტილების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობა მიიღეს.
კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით რიგ რეკომენდაციებს ასახელებს. მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.
გარდა ამისა, კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც.
"ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს", — აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.
კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები