დავით ზედელაშვილი: მარკირების ვალდებულება შემოაქვს რეჟიმს "აგენტების" გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე
ფოტო: დავით ზედელაშვილი / Facebook
კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართულ ოცნებას" "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით" რუსეთის ანალოგი მარკირების ვალდებულება შემოაქვს და კანონის მეორე მოსმენით დამტკიცებული ვარიანტიდან ფოტოს აქვეყნებს.
"მარკირების ვალდებულება შემოაქვს რეჟიმს "აგენტების" გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე. რუსული ანალოგი ალბათ გინახავთ. დღემდე მაგ მარკირებით აქვეყნებს ბევრი იქაური “აგენტი” რეჟიმისადმი კრიტიკულ ანალიტიკურ მასალებს", — წერს დავით ზედელაშვილი.
FARA-ს მიხედვით, უცხოური პრინციპალის აგენტმა რაიმე ინფორმაციული მასალის გავრცელებისას თვალსაჩინოდ უნდა მიუთითოს, რომ ეს მასალები გავრცელებულია აგენტის მიერ.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში" ვკითხულობთ:
"უკანონოა საქართველოში მყოფი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს უცხოური პრინციპალის აგენტს და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, ან მესამე პირის მეშვეობით რაიმე ინფორმაციული მასალის საქართველოს საფოსტო გზავნილებით ან შიდა თუ საერთაშორისო კომერციის რომელიმე სხვა საშუალებით გავრცელება, ამ მასალებში თვალსაჩინო მითითების გარეშე, რომ ეს მასალები გავრცელებულია აგენტის მიერ უცხოელი პრინციპალის სახელით და დამატებითი ინფორმაცია დაცულია ანტიკორუფციულ ბიუროში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, განსაზღვროს ტერმინი "თვალსაჩინო" აღნიშნული კანონის მიზნებისთვის", — წერია "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში".
ცნობისათვის, ოცნების პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი". კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრა 31 მარტსაა დაგეგმილი.
ცნობისათვის, რუსეთში მსგავსი პრაქტიკა რამდენიმე წელია არსებობს.
2022 წლის შემოდგომაზე წიგნის მაღაზიებმა "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული მწერლების წიგნები ყავისფერ ქაღალდებსა და ცელოფნის შავ პარკებში შეფუთეს და დააწერეს: "უცხოეთის აგენტი". ბევრ მათგანს დაემატა წარწერა "18+". პუტინის რეჟიმის კრიტიკის გამო "უცხოეთის აგენტად" შერაცხილმა ბევრმა ხელოვანმა რუსეთი დატოვა. ზოგიერთი მათგანი ქვეყანაში ძებნილადაა გამოცხადებული.
2025 წლის 18 მარტს, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ქართული წარმოშობის რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ "უცხოელ აგენტებზე" რუსეთში მოქმედი კანონის დარღვევის გამო აღძრა. ბორის აკუნინი ამჟამად რუსეთში აღარ ცხოვრობს. აგენტების გარდა, რუსეთში "ექსტრემისტთა და ტერორისტთა" რეესტრშიც ჰყავთ შეყვანილი. რუსეთში მისი წიგნების გაყიდვა და გამოცემა აკრძალულია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები