"ქრისტეს ვნებანის" გაგრძელების გადაღებები იტალიაში ამ ზაფხულს დაიწყება
ფოტო: Icon Productions
მელ გიბსონის გახმაურებული ბლოკბასტერის, ქრისტეს ვნებანის, გაგრძელებაზე მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაში შედის. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ფილმის გადაღებები რომში, ჩინეჩიტას კინოსტუდიაში, აგვისტოში დაიწყება. ამბავს სტუდიის ხელმძღვანელი მანუელა კაჩამანი იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში ადასტურებს.
როგორც ცნობილია, ჩინეჩიტას კინოსტუდია, რომელიც ევროპაში უდიდესია, ფილმის წინამორბედის მსგავსად, გადაღებების მთავარი ლოკაცია იქნება. თუმცა, ამასთან, გადაღებები დაგეგმილია სამხრეთ იტალიის ანტიკურ ქალაქებში, მათ შორის, მატერაში, ჯინოზაში, გრავინა-ლატერცასა და ალტამურაში.
რამდენიმე კვირის წინ, მელ გიბსონმა ქრისტეს ვნებანის გაგრძელებასთან დაკავშირებული გეგმები გაამხილა. რეჟისორის თქმით, იესო ქრისტეს როლს კვლავ ჯიმ ქევიზელი შეასრულებს. თუმცა, რადგან ფილმის გამოსვლიდან უკვე 20 წელზე მეტია გასული, მსახიობის "გასაახალგაზრდავებლად" გიბსონი სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის, კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებასაც განიხილავს. კინოფილმების ინტერნეტბაზა IMDb-ის ინფორმაციით, პროექტში ჩართულები არიან მაია მორგენშტერნი და ფრანჩესკო დე ვიტოც, რომლებმაც ქრისტეს ვნებანში მარიამ ღვთისმშობელი და პეტრე მოციქული განასახიერეს.
რაც შეეხება შინაარსს: ფილმში, სახელწოდებით ქრისტეს აღდგომა, თხრობა კვლავ ბიბლიურ სიუჟეტს მიჰყვება, ამბავი კი, გიბსონის თქმით, "ანგელოზების დაცემიდან ქრისტეს უკანასკნელი მოციქულის სიკვდილამდე" იქნება მოთხრობილი. რეჟისორი ამატებს, რომ თავისი ჩანაფიქრი "საკმაოდ ამბიციურია" და ბოლომდე დარწმუნებულიც კი არაა, რომ მისი შესრულება გამოუვა.
ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული ქრისტეს ვნებანი, რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა, გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი კინოპროექტი; $30-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმის შემოსავალმა $612 მილიონს გადააჭარბა.
ქრისტეს ვნებანისთვის, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო საათებზე გვიყვება, სცენარი მელ გიბსონმა და ბენედიქტ ფიცჯერალდმა დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში დიალოგები მხოლოდ არამეულ, ებრაულ და ლათინურ ენებზეა, რეჟისორი კი ფილმის სხვა ენებზე გახმოვანების წინააღმდეგი იყო.
ქრისტეს ვნებანში სხვადასხვა ქვეყნის მსახიობები მონაწილეობდნენ. იესო ქრისტეს როლი ამერიკელმა ჯიმ ქევიზელმა ითამაშა, მარიამ ღვთისმშობელი რუმინელმა მაია მორგენშტერნმა განასახიერა, მარიამ მაგდალელი კი — იტალიელმა მონიკა ბელუჩიმ.
ჯიმ ქევიზელი და მელ გიბსონი ქრისტეს ვნებანის გადასაღებ მოედანზე
ფოტო: AP / Icon Productions / File
უჩვეულო კომერციული წარმატებისა და ოსკარის სამ ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, ფილმმა მაყურებელი ორად გახლიჩა. მსახიობების შესრულებამ და რეჟისორის ნამუშევარმა მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ ნაწილმა ფილმი ძალადობის დაუფარავი სცენებისთვის გააკრიტიკა; ზოგმაც, შინაარსის გამო, მელ გიბსონი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
ქრისტეს ვნებანის გაგრძელებაზე ხმები პირველად 2016 წელს გავრცელდა, როცა სცენარისტმა რენდალ უოლესმა განაცხადა, რომ მან და გიბსონმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს. 2018 წელს ჯიმ ქევიზელმა თქვა, რომ გიბსონმა მას სცენარის მესამე ვარიანტი გაუგზავნა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები