ნიდერლანდების პარლამენტში "ტვ იმედის" მშობელი კომპანიის საქმიანობას განიხილავენ — სადეპუტატო კითხვები 13 მარტს დარეგისტრირდა
ნიდერლანდების პარლამენტში სადეპუტატო კითხვები დარეგისტრირდა ტვ იმედის მშობელი კომპანიის შემოწმების შესახებ. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია კოალიცია ძლიერი საქართველო-ხალხისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ გაავრცელა.
მისი თქმით, სადეპუტატო კითხვები არ მუშაობს საქართველოში, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი მუშაობის შედეგად, დღეს ტელეკომპანია ,,იმედის” შემოწმებასთან დაკავშირებით, ნიდერლანდების პარლამენტში სადეპუტატო კითხვები ოფიციალურად დარეგისტრირდა. სადეპუტატო კითხვები არ მუშაობს ჩვენთან, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, მანამ საბოლოო შედეგი არ დადგება", — განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 13 მარტს ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოში არსებულ ვითარებაზე 10 სადეპუტატო კითხვა დარეგისტრირდა.
კითხვები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასპარ ველდკამპის მისამართით მემარცხენე მწვანეთა შრომის პარტიის წევრმა, კატი პირმა დაარეგისტრირა.
როგორც ნიდერლანდების პარლამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 10-დან 5 კითხვა ტვ იმედს უკავშირდება.
ნიდერლანდების პარლამენტის წევრს აინტერესებს:
- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს თუ არ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ტელევიზია ტვ იმედის დედა კომპანია, რომელიც ავტორიტარული და პრორუსული ქართველის ოცნების ხელისუფლების რუპორია, დარეგისტრირებულია ამსტერდამში?"
- ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ ტელეიმედს ოლიგარქები იყენებენ იმაში, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გადაუხვიოს ქვეყნის დემოკრატიულ გზიდან, რომ არხი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას საქართველოში ჩატარებული არჩევნების, ევროკავშირის და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ?
- მზად ხართ თუ არა ითანამშრომლოთ ფისკალური ინფორმაციისა და გამოძიების სამსახურთან (FIOD) ტელეკომპანია იმედის დედა კომპანია Finance Group B.V.-ის დახურვაზე?
- ამას გარდა, კითხვებს შორისაა, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ 7 მარტს 100 დღე გახდა, რაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნით;
- რამდენი პროტესტანტი, პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი იმყოფება ქართულ ციხეებში და ა.შ.
ცნობისათვის, 2021 წელს ტელეკომპანია იმედის მესაკუთრე გახდა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული Hunnewell Partners-ის კონტროლირებადი კომპანია. იმედის მფლობელი კომპანია ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა მედია ფაინენს გრუპ ბი.ვის (Media Finance Group B.V.), რომელიც Hunnewell Partners-ის კომპანიათა ჯგუფში შედის.
ამავე თემაზე:
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში "ტვ იმედის" წინააღმდეგ გამოძიების დაწყება განიხილება
ირაკლი რუხაძე: [ეკონომიკა] არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა!
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
კომენტარები