კალაძე: "დიფ სთეითის" მიზანია, ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ
თბილისის მერი კახი კალაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და ჟურნალისტებთან ამბობს, რომ "დიფ სთეითის" მიზანია, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ და საკუთარი ინტერესები გაატარონ. თბილისის მერმა ასევე დასძინა, რომ მას აღელვებს თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის და რამდენად შეძლებს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "დიფ სთეითის" დამარცხებას.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნება მაშინვე გააკეთებს განცხადებას, როცა "დიფ სთეითის" დამარცხებას იხილავენ.
"ჩვენ დავიწყეთ "დიფ სთეითზე" საუბარი იმიტომ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულ პრობლემას პირდაპირ შევეჩეხეთ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ.
ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და გვინდა, დონალდ ტრამპს წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, თუმცა, პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები და შეძლებს თუ არა "დიფ სთეითის" დამარცხებას. განცხადებას მაშინვე გავაკეთებთ, როცა დავინახავთ, რომ "დიფ სთეითი" დამარცხდა. ეს ჩვენზეც გამოიხატება და ჩვენს თავზეც დავინახავთ," — განაცხადა თბილისის მერმა.
კახი კალაძის თქმით, "დიფ სთეითს" ღმად ჰქონდა საქართველოში ფეხები გადგმული და ქართული ოცნება ერთადერთი ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებს და "ხვალინდელ დღეს" იცავს.
"დიფ სთეითს ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში. ხედავთ, წლების განმავლობაში აგენტურის შექმნაში რამხელა თანხები იხარჯებოდა. იმავე მეთოდებით იბრძოდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესების გატარების სურვილი ჰქონდათ. დღესაც, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველო ისევ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, რომ ხელისუფლება დაამხონ. კონკრეტული ძალები ამისთვის თანხებს არ იშურებენ. იხარჯება უამრავი ფული, რომ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს, საზოგადოება კიდევ უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს. აქ ქვეყნის ინტერესებზე საუბარი ზედმეტია. "ქართული ოცნება" კი გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს და ხვალინდელ დღეს," — განაცხადა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ლიეტუვის, ესტონეთისა და შვედეთის მიერ ოცნების ხელისუფლების კრიტიკასა და ოცნების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს ფეისბუქ-პოსტში გამოეხმაურა. მდინარაძეს თქმით, არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის კარნახით მოქმედებენ.
- მამუკა მდინარაძე: არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება, [ისინი] გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებენ.
- მდინარაძემ ასევე დასძინა, რომ "დღეს ჩვენ Deep State-ის რებრენდინგის მომსწრე ვართ".
"თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა "მთავრობებმა" აიღეს საკუთარ თავზე," — ვკითხულობთ მდინარაძეს განცხადებაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები