ვისი სახელობის მარშები იმართება 25 თებერვალს და რატომ?
ფოტო: On.g
25 თებერვალი საქართველოს ისტორიისთვის ტრაგიკული დღეა.1921 წელს, სწორედ ამ დღეს რუსეთმა თბილისი აიღო და საქართველომ, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ, არსებობა დროებით შეწყვიტა.
"25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს - სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას" — ვკითხულობთ 25 თებერვლის ღონისძიებაში.
ალბათ სულაც არაა გასაკვირი, რომ წარსულისა და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, 25 თებერვალს, საქართველო იფიცება! პროტესტის მონაწილეები საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ გამოხატავენ პოზიციას და შემდეგ მარშებად გმირთა მოედნისკენ დაიძვრებიან. გაფიცულები 6 ლოკაციაზე შეიკრიბებიან.
"დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს" — ვკითხულობთ 25 თებერვლის ღონისძიებაში.
1. მარო მაყაშვილის სახელობის მარში
მარშის მონაწილეები 17:45-ზე ვაკის პარკიდან დაიძვრებიან.
ფოტო: GHN
მარო მაყაშვილი თავისუფლების სიმბოლო, ოკუპაციის მსხვერპლი და საქართველოს ეროვნული გმირია. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო მეგობრებთან ერთად წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სამშობლოს დასაცავად კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვალს, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.
2. იუნკერების სახელობის მარში
მარშის მონაწილეები 17:30-ზე ამაღლების ქუჩიდან დაიძვრებიან.
ფოტო: GH
1921 წლის 11 თებერვალს წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. საქართველომ ქვეყნის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა. 19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
3. გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში
მარშის მონაწილეები 17:30-ზე ავლაბრის მეტროდან დაიძვრებიან.
ფოტო: Archive
პირველი რესპუბლიკის დროს, გიორგი მაზნიაშვილი იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, 1921 წელს მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს წითელი არმიის წინააღმდეგ. ბრძოლაში რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და ეროვნულ ძალებს სხვადასხვა მიმართულებით შეუტია. მიუხედავად მოსალოდნელი დევნისა, გენერალი ემიგრაციაში ვერ გაჩერდა და საქართველოში დაბრუნდა. 1937 წელს, საბჭოთა დიდი ტერორის დროს, გენერალი და მისი შვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.
4. ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში
მარშის მონაწილეები 18:00-ზე მარჯანიშვილის მოედნიდან დაიძვრებიან.
ფოტო: 1tv
ვალიკო ჯუღელი საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი იყო. ის 1921 წელს პირადად მეთაურობდა სახალხო გვარდიის დანაყოფების საბრძოლო ოპერაციებს და ყოველთვის წინა ხაზზე იდგა, როგორც დიდი სიმამაცით გამორჩეული მეთაური. ვალიკო 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე "ჩეკამ" სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტა.
5. ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში
მარშის მონაწილეები 18:00-ზე სადგურის მოედნიდან დაიძვრებიან.
ფოტო: intermedia
ვალოდია გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური იყო. 1918 წლის აპრილში, ჩოლოქის ბრძოლაში, მან თავის სამ ძმასთან და ათობით გურულთან ერთად, სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება მოუწყო თურქთა დამპყრობელ არმიას. 1918 წელს გოგუაძე ეროვნულ გმირად აღიარეს და რევოლუციის პირველი გმირის წოდება მიანიჭეს. გოგუაძე ჯავშნოსანი მატარებლით მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. 1921 წელს კი წითელ არმიასთან ბრძოლის შედეგად დაიჭრა და ემიგრაციაში წავიდა. ის საფრანგეთში გარდაიცვალა და ლევილის მამულებშია დაკრძალული.
"მე სამშობლოსათვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით!ვისაც არ სურს, შეუძლია წავიდეს!" — ასე მიმართა ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძემ თავის თანამებრძოლებს.
6. გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში
მარშის მონაწილეები 18:40-ზე სპორტის სასახლიდან დაიძვრებიან.
ფოტო: archive
სამხედრო ქირურგის, სარდიონ ალექსი-მესხიშვილის და ალექსანდრა ჭავჭავაძის შვილი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, 1918 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის არმიის საარტილერიო ნაწილებში მსახურობდა. ის 1921 წლის თებერვალ-მარტში ქართული არმიის რიგებში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის აღების შემდეგ ალექსი-მესხიშვილი ემიგრაციაში არ წავიდა და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ შიგნიდან ბრძოლა არჩია. 1937 წლის რეპრესიების დროს ის ტროცკისტული-მემარჯვენე ცენტრების სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დახვრიტეს.
"მივალთ გმირებთან, მათ მოედანზე, რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!" — ციტატა 25 თებერვლის ღონისძიებიდან
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები