ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ჯო უილსონის მიერ "ოცნების" მკაცრ კრიტიკას კრიტიკით უპასუხა ნიკოლოზ სამხარაძემ
"ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით საუბრის დროს, ასევე დაგმობდით ფარსს ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში" — ასე უპასუხა ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ს კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
"შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა არ დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება. უფრო ფართო კონტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მსგავსი მიდგომით ჩნდება განცდა, რომ არც ეუთო-ს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის დასრულება," – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
აშშ-ს კონგერსმენმა, ჯო უილსონმა ასამბლეაზე მყოფ ქართული ოცნების დელეგაციას არალეგიტიმური უწოდა და დასძინა, რომ ოცნების მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოსკენ შეჩერებულია, და ის აპირებს ამის შეცვლას. ასევე მან მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ დაჟინებით მოეთხოვათ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება და ქართული ოცნების დიქტატორულ რეჟიმთან ურთიერთობაზე უარი თქვან.
"უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები, რომელსაც შემდგომ რეპრესიული მოქმედებების შემაშფოთებელი ტენდენცია მოყვა, რაც ტრაგიკულად გაყალბებული არჩევნების შედეგია. ქართული ოცნების დე ფაქტო რეჟიმი თბილისში ეუთოს წინაშე თავისი ნებით აღებულ ვალდებულებებს არღვევს, რომელიც მოითხოვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, რის შედეგადაც მას დემოკრატიული ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს.
ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება და უარი თქვან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე ქართული ოცნების დიქტატორულ რეჟიმთან, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს. ფაქტია, რომ დღეს არსებული ქართული ოცნების დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ოცნების დიდი ხნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფებები შეჩერებულია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ,” — განაცხადა კონგერსმენმა.
აშშ-ს კონგრესმენის და სხვა პოლიტიკოსების კრიტიკა სამხარაძემ როგორც დეზინფორმაცია და გადაუწმოწმებელ ბრალდებებად შეაფასა.
ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, რამაც უზრუნველყო გამჭვირვალობა და ეს არჩევნები ყველა მანამდე ჩატარებულ არჩევნებზე ბევრად კარგად იყო ორგანიზებული.
სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების და ოქტომბრის არჩევნების კრიტიკის შემცველი განცხადებები “არა მხოლოდ ეუთო-ს რეპუტაციის ძირის გამოთხრაა, არამედ ხაზს უსვამს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ უპატივცემულობას,”.
სამხარაძემ ასევე მოუწოდა უცხოელ ლიდერებს, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რადგან მისი თქმით, არ არსებობს სანდო საერთაშორისო ორგანიზაციიდან არცერთი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
"ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, დაადანაშაულა, ვახდენ მის ციტირებას, რომ "ეუთო/ოდირი იმყოფება ტოტალიტარული რეჟიმის გავლენის ქვეშ, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული". ასეთი განცხადებების მიზანი არა მხოლოდ ეუთო-ს რეპუტაციის ძირის გამოთხრაა, არამედ ხაზს უსვამს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ უპატივცემულობას.
ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლის გამო, რაც გარკვეულმა უცხოურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეუთო/ოდირის მისიის მიმართ განახორციელა და ასევე ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და გამოიჩინონ მათი სუვერენული უფლებების მიმართ ურყევი ვალდებულება. არ არსებობს სანდო საერთაშორისო ორგანიზაციიდან არცერთი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა," — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები