"ოცნების" ლიდერები ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავენ
ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დღეს 69 წლის გახდა. მას ოცნების ლიდერები დაბადების დღეს დილიდან ულოცავენ.
ყველაზე მოკლე მილოცვა ოცნების არჩეული პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს აქვს. ის ივანიშვილს "საამაყო ერისკაცსა და ჭეშმარიტ პატრიოტს" უწოდებს.
"ჩვენს საამაყო ერისკაცსა და ჭეშმარიტ პატრიოტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!", — წერს ყაველაშვილი.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა, ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი იყო. ის წერს, რომ "შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე და იტყვიან, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო ნაცების ტირანიას და იხსნა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა ომისგან და აოხრებისგან".
"ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი ქვეყნის საბედისწერო მომენტებს ყოველთვის კონკრეტული მისიით დაბადებული დიდი ადამიანები ქმნიდნენ.
დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისი მისიაც, ვფიქრობ, ქვეყნისათვის თავდადება და გამარჯვება იყო. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე და იტყვიან, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო ნაცების ტირანიას და იხსნა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა ომისგან და აოხრებისგან.
დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ერის კაცს — ბიძინა ივანიშვილს!", — წერს ნინო წილოსანი.
"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს, რომ "დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია — ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია!
ამასთან შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება!
უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა (დღევანდელი გადასახედიდან უალტერნატივო) პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას ჭირდებოდა!
ამასაც უკვე უახლესი ისტორია ადასტურებს!
დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!" — წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ქალაქის მერი კალაძე წერს, რომ ივანიშვილმა "ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა".
"ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა.
დიდია მისი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკური საქმიანობაა.
დღეს, როცა მსოფლიო მოწმე გახდა ლიბერალიზმის ნიღბით შეფუთული ფაშიზმის გამოაშკარავების, ხელისგულზე დაიდო ყველა პროცესი, თვალხილული გახდა საფრთხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ აარიდა ქვეყანას.
ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ თარიღს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ", — წერს კალაძე.
ოცნების ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომ "უპრეცედენტო ქველმოქმედება, 12-წლიანი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფა, ქვეყნის გადარჩენა და დაცვა უამრავი გამოწვევებისა და სირთულეების დროს, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ეს განსაკუთრებული მისია დამსახურებულად ხვდა წილად ბიძინა ივანიშვილს.
მჯერა, მისი ლიდერობით წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება!", — წერს ღარიბაშვილი.
ამის პარალელურად, დღეს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია იგეგმება.
"18 თებერვალს, 20 საათზე, რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ერთპიროვნულ, დე-ფაქტო, არალეგიტიმურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, თავისივე დაბადების დღეზე, შევახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე – სამართლიანი არჩევნებისთვის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის და თავისუფალი ქვეყნისთვის!", — წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები