ლევან გოგიჩაიშვილი: სერგო ბზიშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია
"ადამიანებს არ აქვთ აღქმა, რომ ეს არის მათი პოლიცია. ხალხი უკვე მათ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ ზონდერ-დაჯგუფებას", — ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პოლიციას პატივს აღარავინ სცემს.
"ხალხს პოლიციის არ ეშინია. მათ უნდა იცოდნენ, ადამიანებს არ აქვთ აღქმა, რომ ეს არის მათი პოლიცია. ხალხი უკვე მათ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ ზონდერ-დაჯგუფებას, რომელსაც რატომღაც სახელმწიფოს გადასახადიდან შეძენილი ფორმა აცვია, კანონის, პროტოკოლის ქვეშ არიან, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ, სამწუხაროდ, არის ძალიან შეცვლილი - პოლიციას პატივს არავინ აღარ სცემს, პოლიციას უყურებენ, როგორც პრობლემას", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა 10 თებერვალს რუსთაველზე მის დაკავებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, მასთან აგრესიულად მივიდა ერთი პოლიციელი, რომელმაც რაღაც უთხრა, რომელსაც პასუხი გასცა და შემდეგ იმ პოლიციელმა თანამშრომლებს მისი დაკავების მითითება მისცა.
გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგო ბზიშვილი "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია და მისი ყეყეჩობის ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება".
"თვითონ იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ თავად მოსულიყო და ხელქვეითებს დაავალა ეს ამბავი (დაკავება). ეს პოლიციელი მე მგონი, სერგო ბზიშვილია. არ ვიცი, მას, რა თანამდებობა აქვს, მაგრამ მომავალში პრობლემები რომ ექნება, მაგის გარანტიას მე ვაძლევ, როგორც ადამიანურს, ისე სამართლებრივს იმიტომ, რომ ასეთის ადგილი პოლიციაში არ არის. ეს არ არის პოლიციელი, ჩემთვის ეს ადამიანი პოლიციელი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია. ბანდის წევრია, ჩაცმულად რაღაცნაირი იყო, მოხულიგნოა, ვულგარულია, უზრდელია. რა თქმა უნდა, პასუხი მიიღო იქვე და უნდა იცოდეს სერგო ბზიშვილმა, რომ მისი ყეყეჩობის ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. ის, როგორც ჩანს, არის პოლიციის ერთ-ერთი და აქტიური ზონდერი, მე მას, როგორც პოლიციელს ისე არ მოვიხსენიებ, ის არ არის პოლიციელი, ის არ არის პოლიციელის მუნდირის ღირსი. როგორც ზონდერებს ემართებათ ხოლმე, როდესაც ის ხელისუფლება და სისტემა, რაზეც ისინი დგანან, ჩამოიშლება და მერე რა დღეშიც ვარდებიან ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იქნება ბატონი სერგო. ძალიან მძიმე მდგომარეობა ექნება. მან უნდა იცოდეს, რომ არაფრის გატარება არ მოხდება, განსაკუთრებით ასეთი მშიშარების იმიტომ, რომ გამბედაობა მაინც ჰქონოდა, თვითონ მიეღო ამ პროცესში მონაწილეობა, რაღაც დაიძახა და გაიქცა, მშიშარა — საქმეც იმაშია,რომ (პოლიციელებს) აგრესია აქვთ, ყვირიან "დაგაკავებ". სერგო ბზიშვილის ვის უნდა ეშინოდეს. ალბათ, რომ იღვიძებს და სარკეში იყურება, საკუთარი თავის, საკუთარი ლანდის შეიძლება ეშინოდეს. ამიტომ, სერგო ბზიშვილის შესაშინებელი ამ ქვეყანაში არავის არაფერი აქვს", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები