შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

6 Feb. 2025, 15:14

"მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ს ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე.

აქაც ვნახეთ მხილებები თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა. მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ "FAKE ნიუსებზე", როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს FAKE ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად. ასე, რომ "FAKE ნიუსებთან" ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა უნდა, ვებრძოლოთ.

ამიტომ, არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს — ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? — მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ II და ექვსი სხვა მაღალი იერარქი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.…