ლევან იოსელიანი: ჩემს სახლში ორი დღის წინ ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, პალიტრანიუსის ეთერში აცხადებს, რომ მის სახლთან რამდენიმე დღის წინ ნიღბიანმა ადამიანებმა უწმაწური სიტყვები დაწერეს. ომბუდსმენის განცხადებით, ეს საქციელი წითელ ხაზს ცდება და დასაგმობია, რადგან სახლში ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები ცხოვრობენ.
"ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ტელევიზია უკვე რამდენიმე თვეა კამპანიურად აკეთებს ჩემი, როგორც სახალხო დამცველის სამიზნედ ამოღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არ არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი პროტესტის მონაწილეების დასაცავად. ვიღაცას შეიძლება გულწრფელად სჯერა, რომ ამ პროცესს რაღაცას ვაკლებ, ისეთ რაღაცას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. სამწუხაროდ, ორი ნიღბიანი ადამიანი მოვიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს. მე ასეთ ფაქტებზე შეფასებებს ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ოპონენტის მიმართ, ეს არის წითელი ხაზი, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
ამ ისტორიის ყველაზე გულდასაწყვეტი ნაწილი არის ის, რომ საქართველოში, ვითომ ამდენი უფლებადამცველი ორგანიზაცია არსებობს, ამაზე არცერთმა ხმა არ ამოიღო. როცა ანალოგიურ შემთხვევაში ერთ ამბავს ატეხდნენ, სწორია ერთი ამბავი უნდა ატეხო. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. მორალს იქით არის. არავინ ხმა ამოიღო.
თუ უფლებადამცველები არიან რეაგირება უნდა მოეხდინათ. ამიტომ არ მჯერა მე მათი უფლებადამცველობის. ამიტომ არ მაქვს მე ნდობა ბევრი მათგანის მიმართ, რადგან შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ უფლებების და ადამიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს მე არ გამკვირვებია. ჩემი დამოკიდებულება მათდამი ასეთი არასდროს ყოფილა, არც მომავალში იქნება. როდესაც ვინმეს მიმართ ხდება ანალოგიური რამ, ამაზე ყოველთვის მაქვს რეაქცია და განცხადება.
თუ კამპანიურად 3 ტელევიზია თავიანთ გადაცმებს დაიწყებენ — ქართული ოცნების სახალხო დამცველი — რაც მთავარია ამ ყველაფერს ტვ პირველი აზიარებდა, როგორც ჩანს, მოსწონდა, რომ სახლში მომივარდნენ. მინდა მათ ჟურნალისტებს ვკითხო: კმაყოფილები ხართ, რომ სახლში მომივარდნენ და ჩემმა შვილმა ეს ყველაფერი ნახა? ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი არის დასაგმობი. იმის ოჯახი რა შუაშია, ჩემს მიმართ თუ აქვს ვინმეს პრეტენზია, ჩემზე დაწერონ", — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები