ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა დონორებმა
მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, — ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ სომხეთში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც "კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ", მათ შორის კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა.
"იცით, რომ კამერების წინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, როდესაც კონკრეტულმა ადამიანმა ხელი დაარტყა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება, არის ცარიელი სპეკულაცია.
ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას: როდესაც რაღაცების წაქეზებაზეა საუბარი, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ; ყველა, ვინც თბილისის ქუჩებში ძალადობას აქეზებდა, ასეთი სამართალდარღვევების წამქეზებელია. შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, მათ შორის არიან, კონკრეტული ჩინოვნიკები, დიპლომატები, რადიკალური ოპოზიციაზე და სხვებზე აღარ ვსაუბრობ, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე,რადგან მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული. მათ, ვინც ჩვენ ქვეყანაში ძალადობას ახალისებს, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ რამეზე ისაუბრონ საერთოდ.
როდესაც საუბარია მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა დონორებმა. მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. თითოეული მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები პირი მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც მზია ამაღლობელმა განახორციელა. თუ ვინმეს რამეზე უნდა საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის", — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ძალადობას ახალისებენ, უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, რასაც "ადრე გახარიას ხელით აკეთებდნენ" , ახლა კი სხვა ფორმით ცდილობენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის საშუალებას ვერავის მისცემენ — "ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს, ვერ რადიკალურ ოპოზიციას და ვერც ენჯეოებს".
"როგორც იურისტი ვამბობ, რომ, როდესაც ადამიანი პოლიციელს შეურაცხყოფს, იქ მაქსიმალურად მკაცრი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული. პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ბუნებრივია, ის მიდგომა, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებენ და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.
ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ძალადობას ახალისებენ, უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, ჩამოშალონ პოლიცია. ადრე ამას გახარიას ხელით აკეთებდნენ , ახლა სხვა ფორმით ცდილობენ. ამის საშუალებას ვერავის მივცემთ, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს, ვერ რადიკალურ ოპოზიციას და ვერც "ენჯეოებს", რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციის მოსაწყობად", — განაცხადა კობახიძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები