ლუკაშენკო ვარაუდობს, რომ ფაშინიანი "სომხეთს გაანადგურებს"
ფოტო: OC-Media
ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი "ევროკავშირთან ფლირტის" შედეგად "სომხეთს გაანადგურებს". მან ასევე სომხეთი 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში დაადანაშაულა.
ლუკაშენკომ განცხადებები კვირას გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომლის დროსაც მან სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთთან "ყველაზე საშიში თამაში" უწოდა.
"[ფაშინიანი] რუსეთს მის წინააღმდეგ განაწყობს [...] მან მტრები შექმნა მის გარშემო”, — თქვა ლუკაშენკომ და ევროკავშირი რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.
"ევროკავშირი მას რაღაცაში დაეხმარება... არ ესმის, რა მოხდა უკრაინაში? კარგი, უკრაინა, მაგრამ საქართველო ახლოს არის. ის დაანგრევს ქვეყანას. ამიტომ მან ცოტა უკან უნდა დაიხიოს. კავკასიაში ომი არ უნდა დაიშვას," — განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ძალებმა როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ "ახალი ესკალაციის წარმოქმნა დაისახეს მიზნად".
სომხეთსა და ბელარუსიას შორის 2024 წლის გაზაფხულიდან კავშირები თავისუფალ ვარდნაშია, რაც ივნისში ფაშინიანის განცხადებამ გამოიწვია. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებაში ყოფნისას სომეხი ოფიციალური პირები, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო, ბელარუსში არ ჩავიდოდნენ
ლუკაშენკომ ამ ბრალდებებზე კვირასაც გააკეთა განაცხადა. მან თქვა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა "საღ აზრს". მან ასევე აღნიშნა, რომ "[აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ალიევი არ ცდილობდა ომს სომხეთთან".
"რაც მოხდა, ამ ბრძოლების შედეგები სომხეთის ხელმძღვანელობის ბრალია. მხოლოდ მათი ბრალია, — თქვა მან და დასძინა, რომ ფაშინიანმა "დათმო მთიანი ყარაბაღი" და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად "გაოგნებულია".
"რატომ თქვა მან ეს? არავინ აიძულებდა მას ამის თქმას", — ციტირებს ლუკაშენკო პუტინის სიტყვებს, რროცა ფაშინიანმა 2022 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარა.
"თუმცა, იმ მომენტში. ილჰამ [ალიევი] მზად იყო დათანხმებულიყო იმას, რომ სომხეთს ჰქონოდა სერიოზული გავლენა ამ ტერიტორიაზე. მაგრამ ამ დროს ასეთი დათმობა. ვინ არ ისარგებლებს ამით?" — განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ასევე აღიარა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა, რისი მტკიცებულებაც გასული წლის ივნისში გამოჩნდა. Politico-ს მიერ განხილული გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, ბელორუსმა აზერბაიჯანს 2018-2022 წლებში მოწინავე სამხედრო ტექნიკა მიაწოდა.
ოფიციალური ერევნის ცნობით, ამ პერიოდში აზერბაიჯანმა დაიწყო მეორე მთიანი ყარაბაღის ომი და კიდევ რამდენიმე დიდი შეტაკება მოხდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, რომლის დროსაც აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი სომხეთის შიგნით 150 კვადრატულ კილომეტრზე.
"შესაძლოა აზერბაიჯანმა იყიდა ისინი [იარაღი]. მაგრამ ჩვენ ღია ვიყავით სომხეთისთვისაც. ვინც ფული გადაიხადა, საქონელი მიიღო", — თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ხშირად აკრიტიკებდა სომხეთის საგარეო პოლიტიკას და მის გაყინულ წევრობას CSTO-ში. ბოლო უთანხმოება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა, როდესაც ფაშინიანს და ლუკაშენკოს შორის კამათი მოხდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, სადაც ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ სომხეთი, მომავალი წლის მაისში მინსკში გამართულ შეხვედრას დისტანციურად დაესწრება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები