პარლამენტის კვლევითი ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომლები: "ოცნების" ნარატივი სიმართლეს არ შეესაბამება
პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, "ქართული ოცნების" ნარატივი იმის შესახებ, რომ განსხვავებული აზრის ან/და სხვა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციას და საჯარო სექტორში დასაქმებულთა დევნას ადგილი არ აქვს — სიმართლეს არ შეესაბამება.
გავრცელებულ განცხადებაში, კვლევის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ასევე აღნიშნავენ, რომ ცენტრის ლიკვიდაციის მიზეზად დირექტორის მიერ სწორედ ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა დასახელდა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, პარლამენტში იგეგმება მასიური რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის ე.წ. "ავტონომიური" ერთეულების, ამ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის ნაცვლად, მისი პარლამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სახით დაბრუნება, რათა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების ხარისხი.
ამ პროცესში, პარტია ქართული ოცნების ნარატივით, არც განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი და არც საჯარო სექტორში დასაქმებულთა დევნას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან:
2025 წლის 21 იანვარს, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ ჩატარებულ თათბირზე, კვლევითი ცენტრის სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, მკაფიოდ და აქცენტირებულად იქნა გაცხადებული, რომ იმ ხუთი ადამიანის გამო, რომლებიც ღიად გაემიჯნნენ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ და დაგმეს მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევა, პარლამენტის ხელმძღვანელობამ მიიღო პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება და ამ პროცესს, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ღირსეულად გაუძღვებოდა. ამავე თათბირზე, მოხდა აღნიშნული 5 ადამიანისთვის სხვა დანარჩენი თანამშრომლების წინაშე ბრალდების წაყენება და მარგინალიზაცია, იმ ნარატივით, რომ მათი კოლეგების კეთილდღეობა, სამსახური და სტაბილური შემოსავალი სწორედ მათი მიზეზით ირღვეოდა.
ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებობს როგორც პროცესუალური, ასევე შედეგობრივი განსხვავებები - ლიკვიდაცია წარმოადგენს საჯარო დაწესებულების გაუქმებას, ხოლო რეორგანიზაცია საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას.
ასევე, საგულისხმოა, რომ კვლევითი ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს აცნობა პარლამენტის ხელმძღვანელობის მიერ ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ხოლო პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიერ, გაკეთდა განცხადება ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ.
განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კვლევითი ცენტრის როგორც რეორგანიზაციის ისე ლიკვიდაციის ინიციატივა, ამ კონკრეტულ დროის მონაკვეთში, მიზნად ისახავს განსხვავებული მოსაზრების/შეხედულების ნიშნით დასაქმებულთა დევნას, რომელთაც ზემოაღნიშნულ „საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებას“ ხელი მოაწერა და საჯაროდ დააფიქსირა თავისი აზრი.
ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ლიკვიდაციის მიზეზად თავად კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ, სწორედ კვლევითი ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა დასახელდა.
სწორედ ამიტომ, გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები:
- რას ემსახურებოდა პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ ზემოხსენებული თათბირის აღნიშნული ფორმატით და ნარატივით ჩატარება, ბრალის წაყენება მისი 5 თანამშრომლისთვის და კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ პარლამენტის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადება, სხვა დანარჩენი თანამშრომლების შეცდომაში შეყვანისა (თუკი არა ლიკვიდაცია, არამედ ცენტრის რეორგანიზაცია იგეგმება) და ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობის ხარჯზე.
- რატომ გადაწყვიტა პარლამენტის მმართველმა რგოლმა დაანონსებული რეფორმით პარლამენტის კვლევითი ცენტრის საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურაში კვლავაც და კვლავაც დაბრუნება, როდესაც 5 წლის წინ, საპარლამენტო ცხოვრებისა და პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების შესრულების გაძლიერების კუთხით, ამავე გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და მაშინ, დეპარტამენტის სახით არსებული კვლევითი ცენტრი გარდაქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ერთეულად.
- რატომ ჩაიდო განვლილი წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან, პარტნიორი ორგანიზაციებიდან და ქვეყნებიდან მიღებული თანხები პარლამენტის კვლევითი ცენტრის როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ერთეულის განვითარებაში, იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საპარლამენტო სუბიექტები ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტური კვლევითი დოკუმენტებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი. ნიშანდობლივია, რომ საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი მოსახლეობის მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადებით ფორმირდება. დემოკრატიულ სახელმწიფოში საჯარო დაწესებულებაში მუშაობისთვის ხელფასის მიღება არ გამორიცხავს/არ უნდა გამორიცხავდეს თანამშრომლის უფლებების დაცვას.
მოცემულ შემთხვევაშიც, ჩვენ, როგორც კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ვიცავთ ჩვენს უფლებებს და ვეწინააღმდეგებით განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ჩვენს დევნას ცენტრის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან სხვა ფორმით, ვინაიდან მოსალოდნელი პროცესები, როგორც კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ აღინიშნა, სწორედ ჩვენს საჯარო აქტიურობას უკავშირდება.
ჩვენ გვაქვს როგორც პასუხები, ასევე კონსტიტუციური უფლებები, სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები", — აცხადებენ ისინი.
ცნობისთვის, 21 იანვარს, დირექტორმა პარლამენტის კვლევის ცენტრის თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდებოდა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობაა, კერძოდ, ხელმოწერა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები