ზურაბიშვილმა Fox News-სთან ტრამპთან და რუბიოსთან შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა
"მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ შეიძლება უკავშირდებოდეს რეჟიმებს, რომლებიც არ წარმოადგენენ თავიანთ ხალხს", — ამის შესახებ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, აშშ-ში სენატორ ჯო უილსონის მიწვევით, ჩასულმა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Fox-News-ის ეთერში განაცხადა.
ზურაბიშვილმა 8-წუთიან ინტერვიუში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, აშშ-ში ვიზიტზე, ჩატარებულ და სამომავლო შეხვედრებზე და, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, 7 დეკემბერს, პარიზში, ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და 18 იანვარს ვაშინგტონში, წინა საინაუგურაციო მიღებაზე აშშ-ს მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ესაუბრა და ორივე მათგანს უთხრა, რომ "საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, დღეს, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისად არ იქცევა".
"[ტრამპს] მე ვუთხარი ზუსტად ის, რომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა დღეს, სანამ ეს გადაიქცევა ღია კრიზისად. ჩვენ გვყავს ხალხი ქუჩებში 53 დღის განმავლობაში, რომლებიც აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ამ მთავრობას, რომელსაც არ აქვს მანდატი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს მის ევროატლანტიკურ გზას და სწორედ აქ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა. და მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხვალინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ ის ნამყოფია საქართველოში, რომ აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძლიერი მოკავშირე საქართველოსთვის იმ დროს, როცა საქართველოს ეს სჭირდება, როცა საქართველო თქვენს, ამერიკელების გონებაში უნდა იყოს", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება წინა საინაუგურაციო მიღებას და მარკო რუბიოსთან შეხვედრას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიიღო მისგან დაპირება, რომ სანამ ის ვაშინგტონშია, მასთან შესახვედრად დროს გამონახავს.
"ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრები, ეს იყო შეხვედრები იმ მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციას უსწრებს წინ, უბრალოდ საქართველოს მათ გონებაში ჩასაბეჭდად და პირველი კონტაქტების დასამყარებლად, რადგან საქართველო ხვალ შეიძლება იყოს ამერიკის დიდი წარმატება ან შეიძლება იყოს დიდი პრობლემა ამერიკისთვის კავკასიის ამ რეგიონში, რომლის დომინირებაც რუსეთს ყოველთვის სურდა. ეს იყო რუსეთის იმპერიების, შემდეგ საბჭოთა კავშირის და დღეს რუსეთის მუდმივი სურვილი. რუსეთი საქართველოსთან ახალ სტრატეგიას ცდის, საბოლოოდ რუმინეთშიც, მოლდოვაშიც და სხვა ქვეყნებშიც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ეს ქვეყნები გადაიბირონ გაყალბებული არჩევნების მეშვეობით და მარიონეტული რეჟიმების დასმით, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არ არის დემოკრატია და კონსტიტუცია, არამედ მხოლოდ ერთგული რეჟიმის ყოლა.
…მქონდა მოკლე შეხვედრა მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული. რისი მიღებაც ვცადე მისგან, იყო დაპირება იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ვაშინგტონში ვრჩები, შესაძლებლობა მქონოდა შევხვედროდი როგორც მას, ასევე გაეროში ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი. ვუთხარი მათ, რომ იმედი მაქვს, საქართველო არ გახდება მათი პრობლემებიდან ერთ-ერთი, არამედ იქნება ერთ-ერთი მათი გამოსავალი, — თქვა ზურაბივშილმა.
Fox News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რას ისურვებდა, რომ დონალდ ტრამპს პუტინისთვის ეთქვა, ზურაბიშვილის პასუხი ასეთი იყო: "ხელი აიღოს საქართველოზე, ხელი აიღოს კავკასიაზე".
"ხელი აიღოს საქართველოზე, ხელი აიღოს კავკასიაზე, რადგან ეს დასავლური ქვეყნების ინტერესია. ეს არ შეიძლება კვლავ გახდეს რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად, რომელიც ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი, და ეს ყოფილა ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის ცენტრალურ ადგილს იკავებდა. ეს არის ქვეყანა, რომლის საზოგადოება არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც სურს იყოს იმ ღირებულებების თანამეგობრობის ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ასე რომ, ხელი აიღოს საქართველოზე", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუს მსვლელობისას, ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა არ შეიძლება უკავშირდებოდეს რეჟიმებს, რომლებიც არ წარმოადგენენ თავიანთ ხალხს და არასდროს არ უნდა იყო ხალხი მსხვერპლად შეწირული იმ მთავრობებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ.
"მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ შეიძლება უკავშირდებოდეს რეჟიმებს, რომლებიც არ წარმოადგენენ თავიანთ ხალხს. სწორედ აქ უნდა იყოს ამერიკული ინტერესები და ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ეს საერთო ინტერესები ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის. მაგრამ არასდროს არ უნდა იქნეს ხალხი მსხვერპლად შეწირული იმ მთავრობებთან ურთიერთობების მომსახურებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ საკუთარ ხალხს", — განაცხადა ზურაბიშვილმა (ქეთი ბახტაძის თარგმანი).
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები