პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე "ქუჩის გადაკეტვის გამო" სასამართლოში დაიბარეს
ფოტო: ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ქუჩის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. ინფორმაციას ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"სასამართლოში ვარ გამოძახებული. მედავებიან ქუჩის უკანონო გადაკეტვას, 28 დეკემბერს ჩაჩავას სამშობიარო სახლთან დამიბლოკავს მოძრაობა. შეიძლება აქციის ორგანიზატორობა და ლიდერობაც დამბრალდეს. სპეციალისტებმა მითხრეს, რომ სამი სახის სანქცია შეიძლება გამოიყენონ ჩემ წინააღმდეგ:
ა) 500 ლარიანი ჯარიმა;
ბ) 5000 ლარიანი ჯარიმა;
გ) ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა." — წერს ლევან ლორთქიფანიძე.
პოლიტოლოგი იმ კონკრეტულ დღეს იხსენებს, როდესაც მარშში მონაწილეობა მიიღო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონთან პრობლემები არასდროს ჰქონია. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ორჯერ დაიძაბა ვითარება პოლიციასთან, ორჯერ გაიარეს აქციის მონაწილეებმა ბეწვის ხიდზე და ორივეჯერ მიიღო სიტუაციის განმუხტვაში მონაწილეობა.
"ვინც მიცნობთ, ყველამ იცით — ავტობუსშიც კი არ დავუჯარიმებივარ არავის, ძალიან კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. ქუჩები იმ დროსაც გადამიკეტავს, როდესაც ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იყვნენ შს მინისტრები, მაგრამ არავის გამოვუძახებივარ თემიდასთან. საჯარო სივრცეში არავისთვის ხელი არ მომიქნევია, არავისთვის შემიგინებია... ღმერთმა დამაჯილდოვა ასეთი ნიჭით — შემიძლია ხელის მოქნევის, ბილწსიტყვაობის გარეშე უმწვავესად გავაკრიტიკო, გავლანძღო ადამიანი, ინსტიტუტი. აგრესიას ჩემი სიტყვების ხვეულებით გამოვხატავ და არა ხავილითა თუ მუშტი-კრივით.
მოკლედ, არანაირი მიზეზი, იოტისოდენა საბაბიც კი არასდროს არ მიმიცია პოლიციელებისთვის, მაგრამ მაინც ამომიღეს მიზანში... ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ, რადგან საქმე გვაქვს შეურაცხადი ხალხის მიერ მართულ ავტორიტარიზმთან.", — წერს ლევან ლორთქიფანიძე.
ის აცხადებს, რომ ხელისუფლება საბაბს ეძებს, რომ სრულიად უწყინარი აქციის გამო ადამიანები ადმინისტრაციული წელით გაასამართლოს.
"ჩვენც ბევრნი ვიყავით იმისთვის, რომ ისედაც პარალიზებულ ქალაქში 10 წუთით ქუჩა გადაგვეკეტა... სრულიად ჩვეულებრივი, უწყინარი აქციის გამო სურთ ჩვენი ადმინისტრაციული წესით გასამართლება, შეშინება, დასჯა, რათა შევფერხდეთ. ეს სიგიჟეა! სიმდაბლეა!
პირიქით მოხდება!
ხელისუფლების მომხრე ჩემს ყოფილ მეგობრებს გილოცავთ! თქვენმა საყვარელმა მთავრობამ ჩემი სახით ამ ქვეყნის დამაქცევარი, კანონდამრღვევი გამოიჭირა და სჯის!", — წერს ლევან ლორთქიფანიძე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები