საია: მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა
ფოტო: გელა მთივლიშვილი
მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა, — ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.
"2024 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი 2024 წლის 13 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საია დამატებით შეფასებას მოგვიანებით გაავრცელებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას - მისი გამოყენება მოხდა ასევე უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თვითნებურად, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს, მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი. პროცესზე უგულებელყოფილი იყო პიროვნული მახასიათებლებიც - ის, რომ მზია ამაღლობელს არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული. ამასთან, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია ბრალდებულის დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, ვინაიდან პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მისი დაკავებით. აღნიშნულ საქმეზე კი სასამართლოს დადგენილება არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მიიმალება ან ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე. სწორედ აღნიშნული გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის მხრიდან არ არსებობდა მსგავსი საფრთხეები, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
საია და საქმეში ჩართული სხვა ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებენ და მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას”, — ნათქვამია ინფორმაციაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები