ვერაფრით დაიჯერებ, რომ ამ 10 სიმღერას უკვე 10 წელი უსრულდება
ფოტო: YouTube; Getty Images
და აი, ისევ დადგა ეს დღე, როცა ირმა სოხაძის ლეგენდარული ფრაზა უნდა გავიმეოროთ: დრო როგორ გავიდა... დროის გასვლას კი ალბათ მუსიკაზე მძაფრად არც არაფერი გვაგრძნობინებს; უფრო ზუსტად, იმ მუსიკაზე, რომელსაც თურმე ერთი ან ორი კი არა, მთელი ათი წლის წინ ვუსმენდით. ჰოდა, ის დროც მოვიდა, ათწლეულით უკან დავბრუნდეთ და 2015-ის ფლეილისტში შევიჭყიტოთ.
1. ადელის Hello
Hello, რომელიც პირველი სინგლია ადელის მესამე სტუდიური ალბომიდან 25, ნამდვილი მსოფლიო ჰიტი გახდა, ერთიმეორის მიყოლებით მოხსნა რეკორდები, ნომინაციები, ჯილდოები... თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი 10 წლის წინ იყო.
2. ელი გოლდინგის Love Me like You Do
თუკი 2015-ში ვინმე გამუდმებით Hello-ის მისამღერს ამ გაჰკიოდა (ამ სტატიის ავტორის მსგავსად), ის ალბათ მეტისმეტად იყო გართული ელი გოლდინგის Love Me like You Do-ის მოსმენით. ამ სიმღერით, რომელიც ეროტიკული ბლოკბასტერის, გრეის ორმოცდაათი ელფერის, საუნდტრეკია, გოლდინგი პირველად იყო ნომინირებული გრემიზე.
3. ჯასტინ ბიბერის Sorry
და აი, დაშორებული წყვილების შერიგების ოფიციალურ საუნდტრეკსაც მივადექით... ნუთუ ჯასტინისა და სელენას დრამატული დაშორება-შერიგება-დაშორება-სიმღერით გათათხვიდანაც ამდენი ხანი გავიდა?!
4. დავიდ გეტას Hey Mama
თუ 2015-ში არც შეყვარებული არ იყავი და არც — შეყვარებულს დაშორებული, მაშინ საკუთარ საძინებელში აუცილებლად Hey Mama-ზე იცეკვებდი 24/7-ზე. რა, ასე არ იყო?
5. Wiz Khalifa-ისა და ჩარლი პუთის See You Again
ცეკვით და სელებრითების დრამებით დაღლილს თუ სევდა შემოგიტევდა, შეგეძლო ახალგამოსული See You Again ჩაგერთო. ეს სიმღერა, რომელიც ფილმ Furious 7 საუნდტრეკია, 2013 წელს ავარიაში გარდაცვლილი მსახიობის, პოლ უოკერის, ხსოვნას მიეძღვნა.
6. მარკ რონსონისა და ბრუნო მარსის Uptown Funk
და მაინც: მნიშვნელობა არ აქვს, სად იყავი და რას აკეთებდი 2015-ში, ამ წლის ხსენებაზე პირველი თუ არა, მეორე სიმღერა მაინც Uptown Funk მოგაგონდება, რადგან მთავარი ჰიტი იყო #1 პოზიციით ბილბორდის Hot 100-ის ჩარტში.
7. Major Lazer-ისა და DJ Snake-ის Lean On
მოახერხე და 2015 ისე დაასრულე, რომ ამ სიმღერის ცეკვა არ გისწავლია? ვერ დავიჯერებთ!
8. შონ მენდესის Stitches
შონ მენდესის სახელი 2015-ში ჯერ კიდევ არ იყო მაინცდამაინც ცნობილი, მაგრამ ეს სიმღერა, რომელიც კანადელი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში შედის, არაერთი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა და მენდესის პოპულარობის ხანაც ასე დაიწყო.
9. Avicii-ის Waiting for Love
მენდესისგან განსხვავებით, ავიჩის სახელი 2015-ში არათუ ცნობილი იყო, როგორც იტყვიან, ქუხდა. შვედი მუსიკოსის ეს ჰიტი კი მის რიგით მეორე და სიცოცხლეში გამოშვებულ ბოლო ალბომში, Stories, შედის.
10. ნინა სუბლატის Warrior
დაბოლოს — ეს ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნებოდა, ნინა სუბლატის Warrior რომ არ გვეხსენებინა. ამ სიმღერით ნინამ საქართველო 2015 წლის ევროვიზიაზე წარადგინა და თავისი შთამბეჭდავი გამოსვლით მთელი კონტინენტიც აალაპარაკა. მაგრამ 10 წელი?! დაუჯერებელია!
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები