პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

8 Jan. 2025, 14:52

"ყველა პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელსაც ქუჩაში და საერთაშორისო დონეზე ვპასუხობთ, 2024 წლიდან გადმოგვყვა. აღნიშნული 2024 წელს უნდა დასრულებულიყო და 2025 წელს არ უნდა გადმოსულიყო. განსაკუთრებით არჩევნებს უნდა ეჩვენებინა ხალხის ნების მკაფიო გამოხატულება, რომელიც იყო და არ დაკანონდა. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ალბათ, ეს ყოველივე წლევანდელ წელს დასრულდება.

ბუნებრივია, საჭიროა შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, რათა არ მივიდეთ 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და მანამდე, გაზაფხულის ფარგლებში, ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მკაფიო, მშვიდობიანი პოზიციების გამოხატვა. აშკარად, ევროპა ჩვენ მოგვყვება, უნიკალური სიტუაციაა. ვინც დღეს ეწინააღმდეგება ავტორიტარულ - ქართულ ოცნების რეჟიმს, ვადგენთ არა მარტო საქართველოს შიდა დღის წესრიგს, არამედ ევროკავშირის და აშშ-ს დღის წესრიგს საქართველოსთან მიმართებით. ასევე, არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, ასევე კავკასიის, პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებითაც.

რაც შეეხება სანქციებს, ბიძინა ივანიშვილი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მან საქართველოს და დემოკრატიას უღალატა. მისი მეცადინეობით მიმდინარეობს ის, რომ საქართველომ საკუთარ კონსტიტუციას გადაუხვია, კერძოდ, არა საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ შიდა ვალდებულებებს. ამერიკა სჯის არა ივანიშვილს, არამედ ამერიკა ცდილობს მაქსიმალურად საქართველოს მოქალაქეებს შეახსენოს, რომ მათივე არჩევანში ეხმარება. ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაბედა და თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ნატო-ში, ევროკავშირში... 

ქართული ოცნება მიხვდა, რომ კუთხეში მოექცა. ისინი ხვდებიან, რომ მოხვდნენ ჩიხში. არ ელოდნენ, ასეთ მკაცრ რეაქციას დასავლეთიდან. მათ არ ეგონათ, რომ ასეთი მკაფიო იქნებოდა დარტყმა. ახლა უნდათ, რომ როგორმე ამ დარტყმას გაუძლონ და შემდეგ გადავიდნენ შეტევაზე.

ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა. წყარო: "ინტერპრესნიუსი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  3. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი…