პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

26 Sep. 2024, 13:15

"ამაზე მაღალი ტრიბუნა მსოფლიოში არ არსებობს, სწორედ ამიტომ, ირაკლი კობახიძეს მკაფიოდ და ცალსახად უნდა ეთქვა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რუსეთს თავის თავზე ვალდებულება აღებული აქვს. კერძოდ, რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ვალდებულება თავის თავზე აღებული აქვს, რომ ჯარებს გაიყვანდა, ხოლო რუსეთი ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ანუ ახალი არაფერი არ უნდა ვთქვათ, რასაც რუსეთმა ხელი მოაწერა, ის უნდა ვთქვათ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარები არ გაჰყავს, მათ ხელშეკრულება დაარღვიეს, „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ესეც მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი უკანონობას ჩადის. ამასთან, ის რაც ხდება უკანაში, არის გაგრძელება 2008 წლის ოკუპაციისა საქართველოს წინააღმდეგ. ეს კობახიძეს მკაფიოდ და ცალსახად უნდა ეთქვა. რუსეთის აღნიშნული ქმედებები მუდმივად გასამეორებელია, როცა ჩვენ ამას არ ვიმეორებთ, მაშინვე მსოფლიოში განცდა ჩნდება, რომ საქართველო ამას შეეგუა. ჩვენი სტრატეგიული მეგობრები — აშშ და ევროკავშირი, რეგულარულად ამბობენ, რომ რუსეთმა ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს, ჩვენ სამარცხვინოდ ამას არ ვამბობთ.

სასაცილოა, ჯერ ერთი, რატომ მიმართა გაეროდან აფხაზებს და ოსებს. ეს ხალხი გაეროში აღიარებულია თუ რაშია საქმე? ეს ამ გამოსვლის ყველაზე დიდი ბოროტება არ არის, მაგრამ ეს არის შიშნარევი რაღაცა კომპლექსები, იმიტომ, რომ აფხაზებს და ოსებს თბილისიდან უნდა მიმართო. კი ბატონო, მათ გაეროდანაც მიმართე, პრობლემა არ არის, მაგრამ როცა რუსეთს არ ახსენებ და აფხაზებს ახსენებ, რაც უცნაურია. რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ის ანგრევს მის მეზობლებს — საქართველოს, უკრაინას. კობახიძე რუსეთს არ მიმართავს და აფხაზებს და ოსებს მიმართავს, რომლებიც გაეროს წევრი სახელმწიფოები არ არიან. აფხაზები და ოსები ვალდებულები არ არიან გაეროში გაჟღერებულ სიტყვებს მოუსმინონ. არანაირად ლოგიკაში არ ჯდება, რატომ უნდა ახსენო გაეროს ტრიბუნაზე აფხაზები და ოსები და არ ახსენო რუსეთი? ეს არანაირ ლოგიკაში არ არის. თვალშისაცემია - არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა, სიმხდალე და ა.შ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ არაფერი გაკეთებინათ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  3. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  4. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  5. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს

ჩვენ, ადამიანებს, ვისაც ჭამა გვიყვარს, ალბათ ყველაზე ხშირად დაგვიდანაშაულებია თავი იმაში, რომ ზომიერების დაცვა გვიჭირს…