ვაკო მაისურაძე: ევროინტეგრაციასა და ძალადობის დაგმობაზე დაწერილი პოსტის გამო აღარ გავხდი საჭირო ცესკოში
ვაკო მაისურაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი გახდა იმის მიზეზი, რომ უწყებაში მუშაობას ვეღარ აგრძელებს. ის ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი იყო. მაისურაძე საუბრობს 1 დეკემბერს დაწერილ სტატუსზე, რომელშიც ის წერდა, რომ ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აყოვნებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ამავე პოსტში ის ამბობდა, რომ არ უნდა დავუშვათ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.
„აი ეს პოსტი გახდა საფუძველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩემი 16-წლიანი მუშაობის დასასრულის. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებლობასა და ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტის გამო აღარ გავხდი საჭირო „დამოუკიდებელი“ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, უფრო სწორედ, ამ ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენლისთვის. ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში ჩაწერეს ჩვენი საგარეო კურსი და მიმართულება ევრო ინტეგრაცია არის და ამისთვის ყველა უწყებამ ყველა ზომა უნდა მიიღოსო, 28 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ ამ საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ.
იმ დროს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე დაყენებული ფრაზებით (სავარაუდოდ სარკის წინ კაი ხნის ვარჯიშის შემდეგ) ამაყად საუბრობს და თავს იწონებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი ეთიკის კოდექსით იმხელაზე ავწიეთ, რომ აღქმების დონეზეც კი არ დავუშვით მათი მიკერძოებულობაო, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ საჯარო სექტორში დაანონსებულ რეორგანიზაციას ასწრებს და ბევრ სამინისტროზე ადრე თავად დაიწყო რეორგანიზაცია იმ ხალხის მოსაშორებლად, ვისაც შიშების გარეშე შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. რეორგანიზაცია გამოაცხადა და უცბად მოაყოლა განცხადება, ეს რეორგანიზაცია შეიძლება ვიღაცეებმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ და ამ ამბავს ნუ დაიჯერებთო. თუ მართლაც დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მართლაც დამოუკიდებელი ხელმძღვანელი ხარ, შენს ისედაც შელახულ იმიჯსა და განადგურებულ ნდობას სასწორზე რომ აყენებ, სასწორის მეორე მხარეს რამე ისეთი სიკეთე მაინც უნდა გედოს ნახევარს მაინც უდრიდეს მისას რითაც რისკავ. მაგრამ მეც ხომ ვიცი და საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მა თუ არა 90-მა პროცენტმა მაინც, რამდენად დამოუკიდებლები ხართ“, – წერს მაისურაძე.
მისივე თქმით, გიორგი კალანდარიშვილმა თავისი გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყველა ზღვარი წაშალა ხელისუფლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის.
ცესკომ 18 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რეორგანიზაცია დაკავშირებული იყო ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავდა ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. ცესკოს განცხადებითვე, „საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან“.
„17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და სწორედ ზემოთხსენებული საჭიროებების გათვალისწინებით ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს“, – ნათქვამი იყო ცესკოს განცხადებაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები