სოციალურ მუშაკთა გაერთიანება პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებს
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებს და 2024 წლის 31 დეკემბერს სამსახურიდან გათავისუფლებული 4 თანამშრომლის — მარიამ ბურჯანაძის, მარიამ სირაძის, მარიკა ტყეშელაშვილისა და ანა ენდელაძის სამსახურში დაბრუნებას, სოციალურ მუშაკთა მიმდინარე საქმის მაქსიმალური ოდენობის დადგენას, თანამშრომელთა მინიმალური ხელზე ასაღები ხელფასის 2500 ლარით განსაზღვრას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესის პროფესიულ კავშირთან შეთანხმებით ითხოვს.
ამას გარდა, ჩვენთან საუბრისას სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენელი, ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, რომელიც ასევე პრობაციის სააგენტოს ქვედანაყოფია, ერთადერთი ფსიქოლოგი და ერთადერთი სოცმუშაკი გაუშვეს. რის შემდეგაც ის ბავშვები, რომლებიც ამ რეფერირების ცენტრში იყვნენ, მომსახურების გარეშე დარჩნენ.
"დღეს ჩვენმა პროფკავშირმა — სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ ვიწყებთ კოლექტიურ დავას, საიდანაც ჩვენი 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამ დავის ერთ-ერთი მოთხოვნაა ამ თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და მათთვის უვადო ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა ასევე გვაქვს სხვა მოთხოვნები — თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და გონივრული საქმეთა რაოდენობის დაწერა სოციალურ მუშაკებზე, რაც სულ პრობლემაა. მეტი საქმე აქვთ და ამ ფონზე კიდევ ათავისუფლებენ კადრებს სამსახურიდან.
ამას გარდა, ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, რომელიც ასევე პრობაციის სააგენტოს ქვედანაყოფია, ერთადერთი ფსიქოლოგი და ერთადერთი სოცმუშაკი გაუშვეს. ის ბავშვები, ამ რეფერირების ცენტრში იყვნენ, დარჩნენ მომსახურების გარეშე", — ამბობს ქეთევან ხუციშვილი.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენელი სოცმუშაკების სამსახურიდან დათხოვნას მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. ქეთევან ხუციშვილის თქმით — "ერთადერთი ახსნა ეს არის".
ქეთევან ხუციშვილი
"გათავისუფლებულები ღიად აფიქსირებენ თავიანთ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებზე, ესწრებოდნენ აქციებს, სოციალურ ქსელებში აფიქსირებდნენ ამას და ერთადერთი ახსნა ეს არის. არსებობს სოციალური მუშაობის შესახებ კანონი, რომელსაც უწერია გეგმა — როგორ უნდა ხდებოდეს სოციალური მუშაკის მატება. პრობაციის სააგენტო, ისევე როგორც სხვა სამსახურები ვერ მისდევენ ამ გეგმას, ყოველთვის ჩამორჩებიან და ამ ფონზე კიდევ ათავისუფლებენ კადრებს, 4 კვალიფიცირებული, უნივერსიტეტდამთავრებული არაჩვეულებრივი კადრი გაუშვეს სამსახურიდან", — ამბობს ქეთევან ხუციშვილი.
ჩვენს კითხვაზე — დაამძიმებს თუ არა არსებულ ფონს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილება, რომელიც ძალაში ოცნების მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევიდა, ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ პროფესიულ თემში ჩნდება განცდა, რომ ამ "რეორგანიზაციის ფარგლებში" სამსახურიდან გაუშვებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ოცნების ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ.
"პროფესიულ თემში არის განცდა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილება, რაც რეორგანიზაციის ნაწილს ეხება, სხვა თანამშრომლებსაც შეეხება ძალიან მალე, რადგან მათ ჰქონდათ ხელშეკრულებები და ახლა ვერ გაუშვეს და ელოდებიან, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ყველა დანარჩენს მოაყოლებენ და სამსახურიდან გაუშვებენ. ძალიან ბევრია ისეთი მუშაკი, ვინც აპროტესტებს და ეწინააღმდეგება საქართველოს უკუსვლას", — ამბობს ქეთევან ხუციშვილი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები