ვახუშტი მენაბდე: ყველა ეს ცვლილება, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ შეგვეშინდეს
"ყველა ეს ცვლილება, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ჩვენ მათზე ამდენი ვილაპარაკოთ და შეგვეშინდეს. მათი მიზანია გვემუქრებოდეს, რადგან რეჟიმი ყოველთვის იმუქრება", — ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს და 29 დეკემბერს ოცნების არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონების ხელმოწერას და ძალაში შესვლას ეხმაურება.
ვახუშტი მენაბდე წერს: "არ გვეშინია მუქარის, რადგან ამ კანონების გარეშეც ვიცოდით რომ მკაცრად, უსამართლოდ, მოულოდნელად, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დაგვსჯიდნენ, რომ საკუთარ ქვეყანას, ერთმანეთს და დემოკრატიას ვიცავთ".
"ახლა რაც შეეხება ახლად ამოქმედებულ კანონებს.
დიახ, ეს კანონები მკაცრია;
დიახ, ეს კანონები ითვალისწინებს შეუსაბამოდ დიდ ჯარიმებს;
დიახ, ეს კანონები არაგანჭვრეტადია;
დიახ, ეს კანონები გვსჯიან პროტესტისთვის;
დიახ, ეს კანონები უსამართლოა.
მაგრამ ამ კანონებამდე რეჟიმს უჭირდა სიმკაცრე? არ გვიწესებდა ჯარიმებს? გაუგებარ პრეტენზიებს არ გვიყენებდა? მართლა წესრიგის აღდგენა ხომ არ სურდა? სამართლიანად იყენებდა ნორმებს?
რეჟიმს რეპრესიისთვის კანონი არ სჭირდება. ტიტუშკები სამართლის საფუძველზე არ მოქმედებენ; ადამიანის წამება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის გათვალისწინებული; ცრუ მოწმეებით ადამიანების გასამართლებას საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს.
ყველა ეს ცვლილება, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ჩვენ მათზე ამდენი ვილაპარაკოთ და შეგვეშინდეს. მათი მიზანია გვემუქრებოდეს, რადგან რეჟიმი ყოველთვის იმუქრება.
ჩვენ არ გვეშინია მუქარის, რადგან ამ კანონების გარეშეც ვიცოდით რომ მკაცრად, უსამართლოდ, მოულოდნელად, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დაგვსჯიდნენ, რომ საკუთარ ქვეყანას, ერთმანეთს და დემოკრატიას ვიცავთ.
აქ ჩვენთვის არაფერი ახალი არ არის. ეს ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, როცა წინააღმდეგობის ლოზუნგად ვაქციეთ სიტყვები: “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!", — წერს ვახუშტი მენაბდე.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
- გაზრდილი ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);
- ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 - 3500 ლარამდე);
- ახალი სამართალდარღვევები:
- შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);
- შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;
- ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა (2000 ლარის ჯარიმა);
- შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე - 15000 ლარი).
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები