დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს ლიეტუვაში შესვლის მოთხოვნის ნულოვანი უფლება. სრულად ლიეტუვის სუვერენული პრეროგატივაა ვის შეუშვებს და ვის არა. უფლება არ არსებობს და ეს სასამართლოში ითხოვს დაცვას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი წერს და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძის გეგმას ეხმაურება, რომელსაც დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სურს მიმართოს.
"სახელმწიფოს აქვს სუვერენული, პრეროგატიული უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს ვის დაუშვებს ან ვის არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე. ეს არის პრეროგატივა რომელიც არ ექვემდებარება, მათ შორის, სასამართლო წესით გადასინჯვას. შესაძლებელია გამონაკლისი თავად სახელმწიფომ დააწესოს ქვეყნის შიგნით, რომ თავის სასამართლოებს მისცეს შეზღუდვად ამის კონტროლის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დონეზე დიდ პალატას, არ არსებობს ასეთი უფლება იმასთან მიმართებით, რომ დაშვებული იყო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს შეეხება როგორ სავიზო აპლიკაციებს, ასევე სავიზო აპლიკაციის გარეშე უცხო ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაგიშვას თავის ტერიტორიაზე. რაც არ წარმოშობს უფლებას, რომელიც, მათ შორის, ბატონ თადუმაძეს მისცემდა უფლებას, ედავა ლიტვის სასამართლოებში. ასეთი უფლება არ არსებობს, იმიტომ, რომ არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან უფლებიდან გამომდინარე მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიტვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას", — განაცხადა კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა NEWS.On.ge-სთან.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
თადუმაძემ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, საგარეო უწყებამ მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს ამ შეხვედრაზე მისი დასწრება, რათა ოფიციალური პირისგან მიიღოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მოიხსენია იგი დასანქცირებულთა სიაში, როგორც "ქართველი პოლიტიკოსი".
"მოგეხსენებათ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოს მაღალი თანამდებობების მქონე დასანქცირებული პირების სია, რასაც წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის – კესტუტის ბუდრისის – საჯარო განცხადება, რომ ძალადობის და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების ჩაგვრის შედეგად, ესტონეთთან თანამშრომლობით გააფართოვა დასანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია.
აღნიშნული განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიის თითოეული პირი, მათ შორის, მეც დაგვადანაშაულა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევაში.
მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი", – აღნიშნულია წერილში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები