არასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება"
ფოტო: ნინო ორდენიძე
დღეს, 18 დეკემბერს, არასამთავრობო სექტორების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და სამართალდამცავების მხრიდან, 20-დღიანი პროევროპული პროტესტის განმავლობაში უსამართლოდ დაკავებულ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობაზე.
ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს — აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ და კანონს უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმაზე, თუ "როგორ დაგეგმა ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება".
"ჩვენ მიერ გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ეყრდნობა მსხვერპლთა მიერ ადვოკატებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა.
აქციების გადამეტებული ძალით დაშლა — ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ ნივთიერებებს, "წიწაკის სპრეის", გაურკვეველი ნივთიერების მხუთავ გაზს და სხვა.
რიგ შემთხვევებში დაშლის დაწყებამდე წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა უახლოვდებოდა დემონსტრანტებს, ისმოდა სპეციალური გაფრთხილება/მოწოდება დაშლისაკენ. რიგ შემთხვევებში კი, დემონსტრაციების დაშლა იწყებოდა პირდაპირ დევნით და დემონსტრანტების დაკავებით, ხოლო გამაფრთხილებელი სიგნალი და დაშლის სხვა საშუალებები შემდეგ გამოიყენებოდა.
წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით მხუთავი "გაზის კაფსულებს", რაც შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას, ხედვას, იწვევდა პანიკას და ქმნიდა ჭყლეტისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს.
ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი ჯგუფები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად ყველას, ვინც ვერ ასწრებდა ტერიტორიის დატოვებას;
რიგ შემთხვევებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და ისე აკავებდა მათ.
დაკავებულთა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა - დაკავების პროცესში სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეჰყავდათ სპეცრაზმის კორდონში, სამართალდამცავები კვლავ ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდნენ და შემდეგ მიჰყავდათ დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში, ე.წ. მინივენებში.
დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო; მინივენებში პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მოთავსებულ დაკავებულებს;
დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს — სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები;
დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალ-ბუდეების, ნეკნების, თირკმელების არეში;
ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს — ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს;
ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა, შემდეგ კი კარი დახურეს.
ცნობილი ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს; ასევე, ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ, მაგალითად, წინდებს;
დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით;
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ.
ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას: უღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა.
ნაცემი და ნაწამები დაკავებულების პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში გადაყვანა — ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცრაზმი დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც დაკავებულები ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 საათის შემდგომ დაკავების იზოლატორებში გასანაწილებლად გადაჰყავდათ.
გადატვირთულობის გამო იზოლატორში შესახლებამდე, სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელშემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს საათობით (საშუალოდ 3 ან მეტი საათი) უხდებოდათ დაკავების მანქანებში მოცდა. რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ.
იზოლატორებში შესახლებამდე პოლიციელების მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა შეიცავს არასწორ, ყალბ ინფორმაციას", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მესამე სექტორი ამბობს, დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალი, თუმცა მათ არ უწევდნენ დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში არ გადაჰყავდათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში; დაკავებულებს იზოლატორში შესახლებამდე არ ეძლეოდათ ადვოკატთან შეხვედრისა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა.
ამასთან, ერთობლივი განცხადების მიხედვით, უმეტესად, დაკავების 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ იზოლატორებიდან სასამართლოს წინაშე წარდგენილ დაკავებულებს მოსამართლე არ აძლევდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას.
"ცრუ ჩვენებები პოლიციელთა მხრიდან — პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის. მათში იდენტური ტექსტით არის აღწერილი ყველა დაკავებულის მიერ შესაძლო გადაცდომების შინაარსი ("იგინებოდა", "ილანძღებოდა" და გვაყენებდა "შეურაცხყოფას" (შეურაცხყოფის ნაცვლად) — ამ უკანასკნელი სიტყვის მართლწერაც იდენტურად შეცდომითაა ოქმებში გამეორებული);
ოქმებში მითითებული არ არის შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ადგილად აბსტრაქტულად განსაზღვრულია აქციის ტერიტორია (მაგალითად "რუსთაველის გამზირი", ან "პარლამენტის მიმდებარედ");
ოქმებში არ არის დაკონკრეტებული რა სიტყვები შეაფასა "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონით დადგენილი ფარგლების გაცდენად პოლიციამ;
სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას — "იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს". იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე;
მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ და აღწერენ რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან;
მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერებისა და სხვა (სამართალდარღვევის ადგილზე არსებული) ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს;
მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი ან/და დაზიანებული იყო, რის გამოც საქმეზე არ არსებობს შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები;
საქმეზე ორი ან მეტის პოლიციელი მოწმის არსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა;
დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის, დამკავებელი პოლიციელების შესახებ. ოქმში დამკავებელ პირებად მითითებული პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ოქმში მითითებულ სამართალდარღვევის ჩადენის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ;
მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოში წარადგენს;
რიგ შემთხვევებში მოწმე პოლიციელები სასამართლო სხდომებზე აღნიშნავენ, რომ პირი მათი ბრძანებით დააკავეს სპეცდანიშნულების რაზმის (ხშირ შემთხვევაში დანაყოფი უცნობია, რადგან ამომცნობი ნიშნები არ აქვთ) წევრებმა, თუმცა ვერ განმარტავენ მსგავსი ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძველს;
მოწმე პოლიციელები სათანადოდ ვერ აყალიბებენ სამართლებრივ შინაარს შესაძლო სამართალდარღვევად მითითებული ქმედების კვალიფიკაციისათვის.
ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფოს ორგანოების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ მოწმე პოლიციელებს აარიდონ თავიდან ადვოკატების კრიტიკული შეკითხვები და მიმანიშნებელი კომენტარებით ეხმარებიან პასუხის გაცემაში;
მოწმე პოლიციელები მრავლობითი დაზიანებებით დაკავებული პირების შემთხვევაში არ იწყებენ კვლევას, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები.
ცრუ მოწმე პოლიციელების სია: 1. გიორგი ჩარექაშვილი 2. თორნიკე მენაბდე 3. სულხან კიკნაძე 4. რევაზ წურწუმია 5. ზვიად მარგველანი 6. ზურაბ ღარიბაშვილი 7. დავით მარუაშვილი 8. ოთარ გელაშვილი", — აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
ამავე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე, ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავებაზე არის შემოსული ინფორმაცია. უმრავლესობა მათგანი, ანუ 300-მდე მოქალაქე არის წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფორმების მსხვერპლი.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ 327 დაკავებულს, აქედან 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო — მათგან, 157-ს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
კომენტარები