შალვა პაპუაშვილი: ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია
ფოტო: Photo via Parliament website
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ქუჩაში ვითარება ჩაცხრა და აგრესიული ჯგუფებისგან გათავისუფლდა.
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან. დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არ დამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს!
აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს. ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი - რუსთაველი. აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად, ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო მილიონ ასოცი ათასი ხმა, მთლიანი შედეგის 54%. ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ასე არ მომხდარა, ცრუობს. ის, რომ ვერავითარი მტკიცებულება და საბუთი მათ ვერ წარმოადგინეს, გამქრალ თუ გაჩენილ სამასი ათას ამომრჩეველზე და ელექტრონულ ჩარევებზე, სრულიად ბუნებრივია. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერც გაჩნდება. სიცრუის ამ კამპანიას ჰყავდა ინიციატორები, ავტორები, გამავრცელებლები და აქტივისტები. ეს ზუსტად იგივე ხალხია, რომლებიც ასეთივე წარმატებით ატყუებდნენ მათ პოტენციურ ამომრჩეველს 26 ოქტომბრამდეც, რომ ხალხის უმრავლესობა ოპოზიციის მხარესაა, რომ არჩევნებზე ყველაფერი შეიცვლებოდა. ის, ვინც ეს დაიჯერა, მოგვიანებით შიშველი სიმართლის და რეალობის წინაშე დადგნენ და გაოგნდნენ. მათთვის წარმოუდგენელია, რომ წააგეს. ამ რეალობის უარყოფის შედეგია ის, რასაც ჩვენ ეს დღეები ქუჩაში ვხედავთ.
სინამდვილეში კი, არავინ დამარცხებულა. ყველამ მიიღო მისი კუთვნილი ხმა, პროცენტები და წარმომადგენლობა. ყველას უფლება არის დაცული, ყველას ხმა ისმის. ყველას აქვს საშუალება იცხოვროს მშვიდად და პოლიტიკითაც სრულიად კონვენციური ფორმით დაკავდეს. ერთადერთი ვინც დამარცხდა, არიან საქართველოს მტრები. ისინი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე, განვითარება, თანმიმდევრული წინსვლა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მტრებს სურთ ცვლილება ნებისმიერ ფასად.
"მათ სურთ ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება ყველა მეთოდის გამოყენებით. დიახ, ეს უთანასწორო ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ქართველი ხალხი - ის, ვინც გვენდო და ვინც დაუჯერა ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ხალხი, რომელიც გონების გარდა გულითაც გრძნობს უცხოეთიდან თავსმოხვეულ კერპებს. პროტესტის რადიკალური ნაწილის არაადეკვატურობა კუბოების დაწვასა და ვუდუს რიტუალებშიც კი გადაიზარდა, მივიღეთ უცხოელის კერპად შემრაცხველთა მთელი კოჰორტა, რომელთათვისაც უცხოელის სიტყვაა უზენაესი და უმთავრესი. სწორედ აქ გადის არსებითი წყალგამყოფი ჩვენსა და რადიკალებს შორის, ვისთვისაც უზენაესია გარე ძლიერი ბატონის ქვეშევრდომობა და თაყვანისცემა და ვისთვისაც ჯერ საკუთარი ქვეყანაა, საკუთარი ეროვნული ინტერესია, საკუთარი თვითმყოფადობა და ვისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა. ამაზე დგას „ქართული ოცნება“ და ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყნის გარედან მართვას. ამ უმთავრეს საკითხში ვერ ვთანხმდებით საქართველოს ხელისუფლება და გარედან მართული ოპოზიცია.
ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული."— ამბობს პაპუაშვილი.
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარების მისვლა ცეცხლზე ნავთის დასხმაა.
"ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებული დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება.
რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი.
სწორედ ამიტომ ვართ მტკიცედ და ამიტომ არ ვიხევთ უკან ჩვენს გზაზე. ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგანაც ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ობიექტურად ყველა მიხვდება, თუ რას ვემსახურებით ჩვენ", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია".
"უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.
მეორე: პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - სხვას.
და მესამე — ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია.
ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია",— განაცხადა პაპუაშვილმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები