ნინო გიკაშვილი: მოგვადგა თეთრი "შკოდა" ნიღბიანებით და ლაშა გოგებაშვილი და გოჩა წერუაშვილი დააკავეს
9 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 2:00 საათისთვის 9 აპრილის ბაღთან (ყოფილი ალექსანდროვის ბაღი) აქციის მონაწილე 2 პირი — ლაშა გოგებაშვილი და გოჩა წერუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ NEWS.On.ge-სთან დაკავებულების მეგობარმა ნინო გიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი აქციიდან მოდიოდნენ, სახლში აპირებდნენ წასვლას, როცა ორმა ნიღბიანმა მისი მეგობრები დააკავა.
"ალექსანდროვის სკვერთან ვიყავით, მანქანა გვყავდა გაჩერებული, უკვე მოვდიოდით აქციიდან, ვიშლებოდით, მოგვადგა თეთრი შკოდა ნიღბიანებით, არ იყო პატრულის ეკიპაჟი და ორი ბიჭი — ლაშა გოგებაშვილი და გოჩა წერუაშვილი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მძღოლი და ერთი მეგობარი დაგვტოვეს, თქვენ არ გვჭირდებითო და წავიდნენ. ჩვენ და მანქანას ფოტოები გადაუღეს. ცხელ ხაზზე დავრეკეთ, არავის აქვს ინფორმაცია სად არიან გადაყვანილი დაკავებულები", — ამბობს ნინო გიკაშვილი NEWS.On.ge-სთან.
მოგვიანებით ლაშა გოგებაშვილის ოჯახის წევრმა ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პარლამენტის წინ მდგარი ნაძვის ხის დაზიანების გამო დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მიტანილ რკინის კონსტრუქციაზე ლაშა გოგებაშვილმა მხოლოდ ევროკავშირის დროშა დაკიდა. მათივე თქმით, ლაშა იაკობ გოგებაშვილის შთამომავალია.
"გუშინ ავიდა და დროშას უკეთებდა ნაძვის ხეს. ამ დროს ჩამოეკიდა ტოტს, ხელი მოკიდა და აბრალებენ ტოტის მოტეხვას და ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ? იტყვიან, მილიონი ღირს ეს ნაძვის ხე, ტოტი მოტეხა მილიონს და გაუშვებენ 9-წლიანზე უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც საერთოდ არასდროს არაფერი დაუშავებია. თუ ვიყავი გაბრაზებული, ახლა ვარ გამწარებული და ამას არ ვაპატიებთ, უფრო მეტნი გამოვალთ. არ არსებობს! ლაშა გოგებაშვილს რამდენი ხელიც დაერტყმება, იმდენს არ ვაპატიებ, არ არსებობს! ის არის იაკობის შთამომავალი. გოგებაშვილებს იჭერენ, ილია ჭავჭავაძის შთამომავლებს იჭერენ, მსახიობებს იჭერენ", — ამბობს ოჯახის წევრი.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები