ეკონომისტების განცხადება: ვგმობთ "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე
ფოტო: Karolina Grabowska / Pexels
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და "ოცნების" მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, ეკონომისტები ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში გმობენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს ქვეყანა დასავლეთს აშორებს და მათგან იზოლაციაში აქცევს.
ამასთან, ეკონომისტები განცხადებაში ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებენ უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, გამოავლინონ და დასაჯონ ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები და ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააბრუნონ, სადაც მოქალაქეებს აზრის გამოხატვის და არჩევანის თავისუფლება ენებათ.
"მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა.
ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კი პირველ რიგში სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს. ვაჭრობით, ინვესტიციებით, ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და სხვა ეკონომიკური აქტივობებით, საქართველოში ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან. დასავლურ კაპიტალზე დგას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
ასევე, მიმდინარე წელს მიღებული რუსული სტილის კანონები და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება (მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვების არასათანადოდ მართვა, “ოფშორების კანონი”, საპენსიო კანონის ცვლილება, ინფრასტრუქტურულ პროექტებში საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანიების შემოყვანა) დამატებით რისკებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.
მშვიდობიანი აქციების დარბევა, დემონსტრანტების ცემა და უკანონო დაკავება ზრდის მოსალოდნელი დასავლური სანქციების მასშტაბურობას, რაც, პირველ რიგში, დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის და ზოგადად, საქართველოს ბიზნეს გარემოსთვის", - წერია მიმართვაში, რომელსაც ხელი თავდაპირველად 49 ეკონომისტმა მოაწერა. თუმცა სია მზარდია.
კერძოდ, მიმართვას უერთდებიან:
- ლაშა ჭოჭუა — ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET); ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, Bielefeld University, Germany
- ეთერი კვინტრაძე — ეკონომიკური განათლების და კვლევის ასოციაცია (PEER), აკადემიური საბჭო ISET, MA Williams College CDE 1999, PhD Georgetown University 2007
- ნინო აბაშიძე — უაიომინგის უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი
- სანდრო შარაშენიძე — სტენფორდის უნივერსიტეტი, დოქტორანტურის კანდიდატი
- თამარი მათიაშვილი — სტენფორდის უნივერსიტეტი, დოქტორანტურის კანდიდატი
- რობიზონ ხუბულაშვილი — სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი
- გივი მელქაძე — ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი, PhD Georgetown University, 2019
- ბესო ნამჩავაძე — მთავარი ეკონომისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა
- აკაკი ცომაია — საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
- ლაშა ლაბაძე — PMCG, ეკონომისტი
- მიხეილ გიორგაძე — Williams College, Center for Development Economics (CDE), 2001
- დავით ჯიბუტი — UBS, ეკონომისტი, PhD Charles University Prague
- გიორგი მექერიშვილი — AlixPartners, LLP, უფროსი ვიცე პრეზიდენტი
- სალომე გოგლიჩიძე — Northeastern University, დოქტორანტობის კანდიდატი
- გიორგი ხიშტოვანი — PMCG, კვლევითი დირექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
- იოსებ ბერიკაშვილი — UGSPN, მკვლევარი; საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
- ნინო ჯავახაძე — PMCG, ეკონომისტი
- ლევან ფავლენიშვილი — Galadh Analytics OÜ, დამფუძნებელი, მკვლევარი
- მაია გრიგოლია — Deloitte, USAID კონტრაქტორი, უფროსი კონსულტანტი.
- გიორგი ბაქრაძე — Williams College, Center for Development Economics (CDE), 2003; ISET, CU, IBSU
- გიორგი ფირიაშვილი — ასისტენტ პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), University of Notre Dame, USA
- ირინა გურული — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- გიორგი პაპავა — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- ნინო დავითაია — პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და საჯარო მმართველობის სკოლა; Williams College, 1997
- ზურაბ ლუკაშვილი — Williams College, Center for Development Economics (CDE) 1995
- ნიკოლოზ ფხაკაძე — ასისტენტ პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), PhD Georgetown University 2021
- რატი გაბრიჩიძე — PMCG, ეკონომისტი
- გიორგი მამათელაშვილი — საპენსიო სააგენტო, Williams College, CDE 2013
- თამარ გიორგაძე — ეკონომისტი, Bachelor of Arts, Williams College, 2016
- ირაკლი შალიკაშვილი — პოსტდოკტორანტურის მეცნიერი, University of Notre Dame; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, University of Notre Dame, 2024
- გიორგი ბარბაქაძე — Williams College, Center for Development Economics (CDE), 2009
- მირაიმ სილვერი მაჭავარიანი — AI CoE, Citi; Williams College, CDE 2011
- თორნიკე სურგულაძე — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- გიორგი ნებულიშვილი — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- დავით კეშელავა — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი
- ნინო დოღონაძე — ISET MA, Penn State PhD, Uber მეცნიერი
- თამარ ბლიაძე — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- სალომე ბასლანძე — მკვლევარი ეკონომისტი, ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკი, PHD University of Pennsylvania
- ანა ბურდული — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე
- თამარ ჯუღელი — უფროსი კონსულტანტი, Deloitte Luxembourg, PhD University of Groningen
- გიორგი ჩაბაკაური, London School of Economics, associate professor; PhD London Business School
- მარიამ ლობჯანიძე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი
- ზაქარია ბაბუციძე — პროფესორი, SKEMA Business School
- გიორგი შავრეშიანი — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- ელენე სეთურიძე — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე
- თათია ხიდაშელი — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- ლიკა გოდერძიშვილი — ეკონომიკური განვითარების კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
- მარიამ კაცაძე — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- სალომე სოლომნიშვილი — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- არჩილ იაკობაშვილი — ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერი, "The Economist Intelligence Unit" რედაქციის დასავლეთ ევროპის რეგიონალური მკვლევარი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი.
- სოფიო მკერვალიძე — ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მკვლევარი
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები