17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობს
საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ, — ამის შესახებ 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატისა და ექსპერტის ერთობლივ განცხადებაში წერია.
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე ძნელად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, - ნათქვამია წერილში.
დიპლომატები წერენ, რომ აშშ-მა ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
"ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმა და ასევე, ახალი პარლამენტისა და ქართული ოცნების მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარებაზე უარის თქმა.
პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.
მოუწოდეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიცვან, ქართული დემოკრატიის საფუძველი და უარი თქვან ამ დოკუმენტისთვის შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე.
პირდაპირი და საჯარო სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მსგავს ავტორიტარულ ქცევებში არიან ჩართულები. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ", — ნათქვამია წერილში, რომლის თარგმანსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
წერილს ხელს შემდეგი პირები აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები