გიორგი ბახუტაშვილი: მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / იმედი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, დღეს დილით, 06:00 საათზე დატოვა.
როგორც ინტერპრესნიუსთან საუბარში მსახიობი განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ბახუტაშვილის თქმით, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"დღეს დილით, 06:00 საათზე გამომიშვეს, აქციაზე, დარბევის დროს დამაკავეს. ახალი ხომ არ არის, როგორც მოქმედებენ და როგორც აკავებენ ხალხს. მირტყეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს გარშემო ადამიანებს ისე უმოწყალოდ ექცეოდნენ, ამის აღნიშვნაც არ ღირს ალბათ, ისეთი არაფერი, ნაკაწრებია, გაივლის, ჩემს თვალწინ ხალხს ხოცავდნენ.
დაკავების მერე ძალადობას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. დაკავების შემდეგ, კიდევ მეორე ეტაპი იყო სისტემური დანაშაულის, სხვა ადამიანები გაკავებენ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გაკავებს, მერე საპატრულო პოლიციას გადასცემენ და მერე ისეთი ადამიანები მოდიან და ისე ფუთავენ ამას, თითქოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგაკავეს. წლებია ეს სისტემა ასე მუშაობს და ახალი არ არის. მე კიდევ ერთხელ გავიარე და კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის ეს სისტემური დანაშაული. მართლა ძალიან ბევრი, ათასობით ადამიანია ჩართული სხვადასხვა რგოლები - პოლიცია, სასამართლო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მოდიან მერე, სასამართლოში აძლევენ ცრუ ჩვენებებს, მოსამართლემაც იცის, რომ ცრუ ჩვენებებს ისმენს, მაინც ასე გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. ჩემი პროცესი ჯერ არ გამართულა, 48-საათიანი პატიმრობის ვადა გამივიდა და სასამართლოს დანიშნავენ ალბათ.
დაშავებულები გამომყავდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოვიყვანე მანქანაში და მეორე გულწასულ ბიჭს მიათრევდნენ, ამის გამო შევბრუნდი, ის გამომატანეს და პირიქით, რტყმით შემაგდეს მანქანაში", — განაცხადა ბახუტაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გურჯაანის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები