სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

1 Dec. 2024, 21:39

"ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი [დემონსტრანტები] პროვოკაციებისგან. მე მინდა პირდაპირ ვთქვა — ჯერ ერთი, ის, რომ, შეიძლება, თქვენს შორის იყონ სუსის წარმომადგენლები, რომლებიც პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ და მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით. სამაგიეროდ, მე შემიძლია გაგაფრთხილოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მე მომივიდა შეტყობინებები, რომლებიც ეხება იმას, რომ თითქოს, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ როგორც სამხედროები ამ პროტესტში. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, ასეთი რამე არ ხდება, არავინ დაიჯეროთ, რადგან ეს არის პირდაპირ მიმართული პროტესტის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას — ის, რომ პროტესტი და ყველაფერი მის ირგვლივ, არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მთლიანად ჩვენ ვართ საზოგადოება სამოქალაქო წამოწყებებით. ქუჩის პროტესტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედებით, ჩვენ ვართ კონსტიტუციის მხარეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…