სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 25 თანამშრომელი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლების ნაწილიც გაემიჯნა. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოს თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს ამ დრომდე 25 თანამშრომელი აწერს.
მათი განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა ან დროებითი შეჩერებაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის უწყვეტ შენარჩუნებაზე.
"სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვემორე ხელმომწერ თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, ვსარგებლობთ რა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით, ვემიჯნებით აღნიშნულ განცხადებას.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობა, ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაკავშირებულია ევროკავშირთან დაახლოებასა და ინტეგრაციასთან, როდესაც ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას. მას შემდეგ, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირებაზე, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებსა და დირექტივებთან. ამ მხრივ, სააგენტოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დღემდე, რაც აისახება ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში. როგორც ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლები, ვმუშაობდით და დღემდე ვმუშაობთ საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების პრინციპების დაცვით. ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილი ეთმობა ევრო რეგულაციების დანერგვას საქართველოში. ამიტომ, კითხვებს ბადებს პრემიერ-მინისტრის განცხადების ეფექტი ჩვენს საქმიანობაზე რა გავლენას იქონიებს. გაურკვეველია ჩვენი სამომავლო ურთიერთობის როლი ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ უწყებებთანაც. ხელმომწერი თანამშრომლები აქტიურად ვართ ჩართულები ევროკავშირის სასწავლო პროგრამებში და სამუშაო ჯგუფებში. ამჟამად, ჩვენთვის გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება ჩვენი ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში, თუ სახელმწიფო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს.
ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რომლითაც საქართველო დაშორდება ევროპულ ოჯახს. ევროკავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა ან დროებითი შეჩერებაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის უწყვეტ შენარჩუნებაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ელენე ჭეჟია. სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი (Elene Tchezhia. Rulemaking, International Standards and EU Regulations Transposition Department); თამარ ლუტიძე. ხარისხის მართვის დეპარტამენტი (Tamar Lutidze. Quality Management Department); ნანა ცინცაძე. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Nana Tsintsadze. Flight Standards, Certification and Inspection Department); როსტომ მასურაშვილი. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Rostom Masurashvili. Flight Standards, Certification and Inspection Department); ინგა ჟღენტი. საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი (Inga Jgenti. Aviation Security Department); ნინო კვესიტაძე. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Nino Kvesitadze. Flight Standards, Certification and Inspection Department); თორნიკე წინწალაშვილი. ხარისხის მართვის დეპარტამენტი (Tornike Tsintsalashvili - Quality Management Department); ბექა ბარქაია. ადმინისტრაციული დეპარტამენტი (Beka Barkaia. Administrative Department); პაატა ბალხამიშვილი. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Paata Balkhamishvili. Flight Standards, Certification and Inspection Department); ნატალია რუდკო. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Natalia Rudko. Flight Standards, Certification and Inspection Department); ნინო წოტოიძე. სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი (Nino Tsotoidze. Rulemaking, International Standards and European Regulations Transposition Department); ხათუნა აბაშიძე. სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი (Khatuna Abashidze, ANS); ვერიკო ბახტაძე. ადმინისტრაციული დეპარტამენტი (Veriko Bakhtadze. Administrative Department); აკაკი მაისაია. უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი; ელისო ასლანიშვილი. ადმინისტრაციული დეპარტამენტი; სალომე სანიკიძე - პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი; ლევან გელაშვილი. ადმინისტრაციული დეპარტამენტი (Levan Gelashvili. Administrative Department); დავით ჭეიშვილი - ჰაერსანაოსო მომსახურების დეპარტამენტი.(Davit Cheishvili - ANS Department); მაგდალინა ქარქუსაშვილი - უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი (Magdalina Karkusashvili - Unmanned Aircraft Systems and General Aviation Department ); თინათინი ბარბლიშვილი ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Tinatini Barblishvili - Flight Standards, Certification and Inspection Department); ნიკა ხვედელიძე. უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი (Nika Khvedelidze. Unmanned Aircraft Systems and General Aviation Department); ზაზა შუბითიძე. უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი (Zaza Shubitidze. Unmanned Aircraft Systems and General Aviation Department); დათო სარჯველაძე. ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (Dato Sarjveladze. Flight Standards, Certification and Inspection Department); თამილა აფაქიძე (ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი); ზაზა გენგაშვილი (ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი).
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები