ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში — საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ერთობლივი განცხადება
ფოტო: ნეტგაზეთი
საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში არსებულ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ემიჯნებიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
ამასთან, ხაზგასმულია ისიც, რომ გმობენ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში ხელს უშლის, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებას — ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ მიმართვას უცვლელად
საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვა:
ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები (2015-2024), გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ქვეყნის განვითარებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ, ახალგაზრდა ელჩები, ვაპროტესტებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის ჩვენი ქვეყნის პროევროპულ კურსს!
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!
განცხადება არის ღია და მას შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერი ახალგაზრდა ელჩი.
მიმართვას ხელს ვაწერთ:
1. ნენო გაბელია- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, 2018-2019 წლებში
2. რუსუდან მარგიანი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში
3. კონსტანტინა დოლიძე- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში
4. გიორგი მჭედლიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
5. ვახტანგი კაჩუხაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში
6. სანდრო ვეკუა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, 2015-2016 წლებში
7. სოფიკო ბზარაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
8. სალომე სალაძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015, 2019-2020 წლებში
9. მაკა ბერულავა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
10. გვანცა შაორშაძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2022-2023 წლებში
11. ლუკა გურგენიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის რესპუბლიკაში, 2018-2019
12. მაკა ტოხიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი კანადაში 2024 წ.
13. თამარ მნათობიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში 2022-2023 წლებში
14. სოფიო ბუტიკაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში 2020-2021 წლებში
15. თამუნა ჯაფარიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში 2021-2023 წლებში
16. მარიამ შონია - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019- 2020 წლებში
17. დეა მაღალაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში 2024 წ.
18. ელენე ნიკოლაიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2024 წ.
19. მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2014- 2015 წლებში
20. მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018 - 2019 წლებში
21. ნინო ჩაჩუა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2024 წ.
22. გიორგი პაპავა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში
23. მარიამ რურუა - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში 2021 - 2023
24. თამარ ჩომახიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2023 წ.
25. სოფო ბადიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში, 2019-2020 წლებში
26. მარიამ კვარაცხელია - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2024 წ.
27. ივერი კეკენაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის სამეფოში, 2021-2022
28. იანა მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიაში, 2016 - 2017
29. ლაშა ნავერიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ჩეხეთში, 2014-2015
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები