თინათინ რუხაძე

27 Nov. 2024, 14:03

გელათში ვიყავი ჩასული, ვესაუბრე კომიტეტს. ყველამ იცით, რომ ამ წუთას სამინისტრო არ მართავს იქ პროცესს, მაგრამ უკვე გვაქვს თანამშრომლობითი, ძალიან კარგი ურთიერთობა. თუ საერთაშორისო დონეზე პროტოკოლი კარგად გაიწერება, რა მიმართულებით უნდა შევეხოთ ძეგლებს, ეს იქნება სწორი მიდგომა. აქაც რესტავრატორების ნაკლებობაა, აქაც ხელოვნების ისტორიკოსების მდგომები იყოფა და მერე ყველა ვიჩემებთ, რომ არა ჩემი აზრია კარგი, არა სხვისი. პროტოკოლი უნდა იყოს დაწერილი და საერთაშორისო დონეზე მეთოდური მიდგომები თუ გაიწერება, ეს იქნება ძეგლთა დაცვის სააგენტოს სწორი მიდგომა. სახელმწიფო ბიუჯეტით აქვს ნახევარი, ნახევარი აქვს საკუთარი შემოსავლები, ჯამურად დაახლოებით 32 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს მარტო ძეგლთა დაცვას. ამ ეტაპზეც აკეთებენ ბევრ საქმეს, მაგრამ მგონია, რომ აქაც მიდგომა უნდა შევცვალოთ ძეგლების მიმართ. იმიტომ, რომ ყველა ძეგლის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი გეუბნება, რომ "ნუ მოკიდებ ძეგლს ხელს, თუ არ იცი, რა მეთოდიკით უნდა ჩაატარო ან კონსერვაცია, ან იკვლიო, ან რეაბილიტაცია ჩაატაროო". იმიტომ, რომ სწორედ ასეთ დროს შეიძლება ის დაზიანდეს. მგონია, რომ მეთოდებსა და მიდგომებზე, ყველა მიმართულებით სამუშაო გვექნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე

"ინტერ რაო" წარმოადგენს "თელასის" არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად "თელასი" არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა…