თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
გასულ ღამეს, როგორც კი სიტუაცია დაიძაბა, გამოძახებულ იქნა "ვიქტორია სექურითის" დამატებითი ოპერატიული ჯგუფი, რომელთა შორის ორი პირი ფორმის გარეშე გამოცხადდა. შესაბამისი გაფრთხილება კომპანიამ უკვე მიიღო, რომ სამომავლოდ უფორმოდ არავინ მოგვემსახუროს," — შესაბამისი წერილი ადმინისტრაციისგან უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პირად მეილზე მიიღეს.
NEWS.On.ge-ს აღნიშნული წერილი წყარომ მიაწოდა.
წერილის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღეა თსუ გახდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრი. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია. თსუ ადმინისტრაცია თავს ვალდებულად თვლის, საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე.
19 ნოემბერს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შემოვიდა პოლიცია. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ რომ: შსს ინფორმაციით, 19 ნოემბრის დილის 7 საათისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში პოლიცია მას შემდეგ შემოვიდა, რაც თსუ-ს ცენტრალურ შესასვლელთან ცეცხლის რამდენიმე კერა დაფიქსირდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ფლობს გარე კამერების ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ 19 ნოემბერს არცერთ პოლიციელს არ უსარგებლია თსუ-ს შენობა-ნაგებობით, მათი ერთი ნაწილი შემოვიდა პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებული შემოსასვლელიდან, მეორე ნაწილი კი - ვარაზისხევიდან და გადაადგილდებოდნენ ეზოში, რომელიც ღია, საჯარო სივრცეა. ვიდეომასალიდან, ასევე, ნათლად ჩანს, როდის დატოვა პოლიციამ თსუ-ს ეზო. დაინტერესების შემთხვევაში, თსუ-ის ადმინისტრაცია მზადაა გაგიზიაროთ გარეკამერების ვიდეოჩანაწერები. ვიდეოჩანაწერები, უკვე, მიეწოდა დაინტერესებულ მედიასაშუალებებს.
როგორც მოგეხსენებათ, თსუ პირველი კორპუსის 023-ე აუდიტორია დაკავებული აქვთ როგორც ჩვენი, ასევე, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. თსუ რექტორმა პირველივე დილას მოინახულა სტუდენტები, სადაც შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, მოგვიანებით სტუდენტებმა გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი თქვეს შეხვედრაზე. შემდგომ კი განაცხადეს, რომ რექტორს შეხვდებოდნენ მხოლოდ მედიის თანდასწრებით. რექტორი ნებისმიერ დროს მზად არის შეხვდეს უნივერსიტეტის სტუდენტებს საქმიან გარემოში, ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე.
მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები არ არიან შეზღუდულნი საკუთარი აზრის და პოზიციის დაფიქსირებაში და მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ამისათვის. თუმცა, გასულ ღამეს, 023-ე აუდიტორიაში მყოფმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა აუდიტორიისა და ადმინისტრაციული ოთახის დაკავება. ამის შესაძლებლობა მათ უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა (არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა). უნივერსიტეტის დაცვასთან ერთად, შენობაში უსაფრთხოების წესებს იცავს კერძო კომპანია “ვიქტორია სექურითი”, რომელიც უნივერსიტეტთან დიდი ხანია თანამშრომლობს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში და გვეხმარება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების (სწავლის დაწყება-დასრულების, საახალწლო და სხვა მრავალრიცხოვანი სტუდენტური ღონისძიებების) დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში.
გასულ ღამეს, როგორც კი სიტუაცია დაიძაბა, გამოძახებულ იქნა "ვიქტორია სექურითის" დამატებითი ოპერატიული ჯგუფი, რომელთა შორის ორი პირი ფორმის გარეშე გამოცხადდა. შესაბამისი გაფრთხილება კომპანიამ უკვე მიიღო, რომ სამომავლოდ უფორმოდ არავინ მოგვემსახუროს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ამავე დროს, პასუხისმგებელია მათი უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო და სამუშაო პროცესის სრულფასოვან წარმართვაზე." — ნათქვამია თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილზე.
NEWS.On.ge დაცვის კომპანია "ვიქტორია სექურითის" დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აღნიშნულ კითხვაზე წერილობით გვიპასუხებდნენ.
შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი მესამე დღეა აპროტესტებს თსუ-ს შენობის შსს-ს წარმომადგენლებისთვის დათმობას.
ისინი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ და რექტორის გადადგომას მოითხოვენ.
სტუდენტების თქმით, მათ ნახეს როგორ გამოვიდნენ საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის შენობიდან იმ დილით, როცა მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.
აღნიშნულს საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ პროფესორ-მასწავლებლებიც, მათ აგრეთვე დაგმეს საგანმანათლებლო სივრცის საპოლიციო ძალებისთვის დათმობის ფაქტი და უნდობლობა გამოუცხადეს რექტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საპოლიციო ძალებს დარბევის წინ უნივერსიტეტის შენობა არ გამოუყენებიათ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები