კეზერაშვილი მოსკოვის სასამართლოზე: საქართველოს რუსულმა მთავრობამ, როგორც ჩანს "უფროსი ძმაც" მოიხმო დასახმარებლად
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი რუსეთში "დაუსწრებლად დაპატიმრებას" ეხმაურება. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ "ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას".
კეზერაშვილის თქმით, კარგად ესმის, რომ "რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების" მტერია.
"შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად ,"დაპატიმრების” ამბავი. ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.
საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად.
საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა. თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს", — წერს კეზერაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილზე რუსმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. მათივე ცნობით, მოსკოვის სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კეზერაშვილს თაღლითობას ედავება.
"დავით შოთას ძე კეზერაშვილი რუსეთის ფედერაციის ძებნილთა ბაზაშია შეტანილი. ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. მას თაღლითობაში ედება ბრალი, მოსკოვის სასამართლომ კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა," — წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
როგორც რუსული სამთავრობო მედია TACC წერს, სასამართლოში კეზერაშვილის წარმომადგენლებმა განაჩენი არ გაასაჩივრეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში კეზერაშვილის წინააღმდეგ 2 საქმეა აღძრული.
2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტირკინმა კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო, რომელშიც ყოფილ მინისტრს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულებში ედება ბრალი.
დაუსწრებლად ძებნილად გამოცხადება, დაკავება, გასამართლება და განაჩენის გამოტანა რუსეთში მიღებული პრაქტიკაა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული რეალურად დაკავებული არ არის და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში იმყოფება.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლიდან, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. საქართველოში ყოფილი მინისტრი ძებნილად არის გამოცხადებული.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები