გიორგი კალანდარიშვილი: საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა
ფოტო: ცესკო
საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ, — ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მის საცხოვრებელ სახლთან 14 ნოემბერს მოწყობილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
"მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად პატივს ვცემ თავისუფალი გამოხატვის უფლებას - ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც დაცულია ევროპული დემოკრატიული სტანდარტებით - ეს უფლება უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობით და კანონიერი ქცევის ფარგლებში. როდესაც ასეთი ქმედებები სცილდება მისაღებ საზღვრებს, ისინი ავლენენ სამართლებრივი საფუძვლების ან მტკიცებულებების ნაკლებობას/არ არსებობას ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების დასამტკიცებლად.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერანაირი ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი, ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.
მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ რათა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ საქართველოს თითოეულმა ამომრჩეველმა მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია არჩევნების, განსაკუთრებით კი პოსტ საარჩევნო პერიოდში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ.
და ბოლოს მინდა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, მათ ვინც გახდა უსამართლო ზეწოლის მსხვერპლი, გამოვიყენებ ყველა ადამიანურ და სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თქვენი უფლებები. თქვენი თავდადება და გამძლეობა არის საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედი და ჩვენ არ ვიქნებით მერყევი დემოკრატიის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით", — წერს გიორგი კალანდარიშვილი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები