საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ევროპარლამენტში იმსჯელეს — რა გავიგეთ?
ფოტო: REUTERS/Gonzalo Fuentes
ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით გამოსული ევროპარლამენტარების უმეტესობამ მკაცრად გააკრიტიკა 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართული ოცნების კურსი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა, რომ სადავო კანონების გაწვევისა და რეფორმების გარეშე საქართველო EU-ს წევრი ვერ გახდება. მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.
"26 ოქტომბრის არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ნება მომეცით ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან",— განაცხადა მან.
კოლეგებს საქართველოს მთავრობის იზოლაციისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ.
"ევროკომისიას მოვუწოდებ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო სანიტარული ზონის შექმნით", — განაცხადა გოშევსკამ.
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის წევრები ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ. ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები იყო წარმოდგენილი.
"იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ. ქართული ოცნება ქართულ კოშმარად გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ“, — განაცხადა ნატალი ლუაზომ.
ქართული არჩევნების შეფასებისას ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ პირადად შეესწრო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაყალბების ფაქტებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის ნაწილი იყო.
"გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დემოკრატიისკენ სამართლიან სწრაფვაში ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ უნდა დავდგეთ", — აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს ქართული ოცნების გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.
"საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციონერმა დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნებს. პატარა პროვოკაციებს და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ არაფერ ისეთს, რაც სხვაგან არ შეიძლებოდა მომხდარიყო. საქართველომ არჩევანი გააკეთა. რომც არ მოგვწონდეს, ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. უნდა განვაგრძოთ პარტნიორობა და მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე“, — განაცხად უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრას ლაზლომ, რომელიც ვიქტორ ორბანის ფიდესს წარმოადგენს.
დანილო დელა ვალემ, რომელიც იტალიურ პოპულისტურ პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას წარმოადგენს, განაცხადა, რომ ცესკომ საარჩევნო უბნების ნაწილის შედეგები გადათვალა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
"ამისდა მიუხედავად, ახლა მას გაწევრების პროცესის შეჩერებით ვემუქრებით, მარტო იმიტომ, რომ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში შედეგები არ მოსწონთ", — თქვა მან.
დანილო დელა ვალემ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ- მოლდოვაში სულ მცირე სხვაობით გაიმარჯვეს პროევროპელებმა და ამას ყველა ზეიმობს.
ქართული ოცნება დაიცვა სლოვაკმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, მილან უჰრიკმაც.
"ვის ენდომება, რომ 70 გენდერი ასწავლონ სკოლაში? ან ვის ენდომება, რუსეთთან ომში ჩაერთოს? თქვენ ის გაწუხებთ, რომ ქართველებმა არ დაუშვეს, საკუთარ მიწაზე მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარიყვნენ", — მიმართა მან დანარჩენ ევროპარლამენტარებს.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა, რომელიც წარმოადგენს პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის თქვა, რომ რამდენიმე ინციდენტი აღირიცხა, მაგრამ არცერთს ჰქონია გავლენა არჩევნების ზოგად სანდოობაზე.
ნოიჰოფმა გაიმეორა გზავნილები, რომელთა თანახმადაც ევროკავშირი საქართველოს ომში ჩათრევასა და ლგბტ+ საკითხების თავსმოხვევას ცდილობს.
სესიაზე ნატალი ლუაზომ კოლეგებს შესთავაზა, საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზისის შესახებ დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
კომენტარები