ცესკო ადასტურებს, რომ რუს პროპაგანდისტ, ალექსანდრ მალკევიჩზე მედია აკრედიტაცია გასცა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ რუს პროპაგანდისტ ალექსანდრ მალკევიჩს არჩევნებზე მუშაობის უფლება ჰქონდა, რადგან საარჩევნო აკრედიტაცია მასზე ცესკომ თავად გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ცესკო ამბობს, რომ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ონლაინ არეგისტრირებს და მხოლოდ საარჩევნო კანონთან მიმართებაში განიხილავს მათი აკრედიტაციის საკითხს.
ტვ პირველი აცხადებს, რომ ცესკოს არ განუმარტავს, როგორ მისცეს რუს პროპაგანდისტს, სანქცირებულ პირს უფლება, რომ საქართველოში აკრედიტაცია მიეღო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კითხვაზე პასუხი — როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მიერ სანქცირებულია.
ინფორმაციას რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ყოფნის შესახებ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ავრცელებდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს კრემლის რუპორის, ტელეარხ სანქტ-პეტერბურგის დირექტორის, ალექსანდრ მალკევიჩის თბილისში ყოფნას "შემაშფოთებელი" უწოდა.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში ყოფნას მოწმობს მალკევიჩის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ვიდეომასალა და მის მიერ რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიც. ჩანს, რომ მალკევიჩი თბილისში უკვე 23 ოქტომბერს იმყოფებოდა — მას ფოტოები აქვს გადაღებული მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში. ტელეგრამის პირად გვერდზე კი ფოტოებს აქვეყნებს გორში სტალინის მუზეუმისა და მცხეთაში სვეტიცხოვლის ფონზე.
მალკევიჩი ტელეგრამის არხ ლომოვკას მოუყვა, რომ საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა. ინტერვიუში ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ვადაგასულ პრეზიდენტს" და "უცხოეთის აგენტს" უწოდებს, რომლის შესახებაც "ქართველ კოლეგებს თვალი აუხილა".
არჩევნების შედეგების შეფასებისას კი ამბობს, რომ "უცნაური ხალხი გამოდის და ამბობს, რომ არჩევები არალეგიტიმური იყო, რაიმე მტკიცებულების წარდგენა კი არ შეუძლიათ" .
ალექსანდრ მალკევიჩი 2023 წელს ოკუპირებულ ცხინვალშიც იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზეც იძებნება.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები