შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია ოპოზიციასთან ერთად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მანიპულაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ეჭვი არჩევნებზე აპარატურით მანიპულაციასთან დაკავშირებით, ტყუილი და ცილისწამებაა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის არევის საქმეშია ჩართული.
"გუშინ, ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. როცა პრეზიდენტის სასახლიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავია და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია ოპოზიციასთან ერთად. ჩვენ გვესმოდა დუბლირებული სიები, რომ აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა „ქართულ ოცნებას“, მონიშნული იყო ბიულეტენები - არცერთი ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აპარატურასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის წინასწარ იყო შერჩეული, აუდიტი ჩაატარა და არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის გამართლდა.
"უკვე ნათელია არჩევნების შედეგები. თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც ამ არჩევნებში მეორე ადგილზეა. ეს არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა. გაუსწორა რა თვალი იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო ამ არჩევნებზე იყო იმის რისკი, რომ განმეორდებოდა. დიდი იმედი მართალია არა, მაგრამ გულის კუნჭულში მქონდა იმედი, რომ 2020 წლის მსგავსად არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და რამდენიმე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით; გამართლა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება და გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიღონ ის მანდატი, რომელიც მათ ხალხმა გადასცა; 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იმავე მდინარეში შევიდნენ, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ", — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები