ნიკა გვარამია: 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ავიღეთ უმრავლესობა და ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ
ფოტო: NEWS.On.ge
4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ავიღეთ უმრავლესობა და ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ, — ამის შესახებ განცხადება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, "საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია"
"საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია, ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად არის იგნორირებული, საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება და ლეგიტიმაცია ისაზღვრება სწორედ ამით.
საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ ჯერ და მერე ვილაპარაკოთ, არის აბსოლუტურად არაზუსტი. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა - ლეგიტიმაცია განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით, თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას, არამარტო ნათ კონკრეტულს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, არამედ მთლიანად მოსახლეობის ნებას და ამგვარია ხალხის დამოკიდებულება, ლეგიტიმაციის საკითხი წყდება სწორედ ასე.
საქართველოში ჩატარდა რუსული, ტექნოლოგიური სპეცოპერაცია, ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს ოპოზიციური პარტიებიდან, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვერცერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა, როგორც დამკვირვებელი ამ პროცესში, რადგან შეუძლებელია ჩვენი მხრიდან ტექნოლოგიური პროცესის გაკონტროლება.
ამ მანქანების აუდიტი ჩაატარა ხელისუფლებამ, ოპოზიცია არ იყო დაშვებული, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა ეს აუდიტი და რა დადგინდა, არცერთი ყველასთვის სანდო საერთაშორისო ტექნიკური აუდიტის ამგვარი დასკვნა, რამდენად შეიძლება გაყალბებული იყოს არჩევნები ამ მანქანების მეშვეობით და რა რისკებს ატარებს, საქართველოში არ ჩატარებულა.
ფაქტია, ვლადიმირ პუტინი ნამდვილად არ ელოდებოდა, როგორ ჩატარდებოდა არჩევნები საქართველოში, რომ ეს ფაქტად მიეღო, ეს არის ღიად რუსეთს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ, არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას და რუსეთის მიერ და რუსული რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას.
ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს პრეზიდენტთან ალბათ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს კიდევ იქნება ასეთი შეხვედრები, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს, ვინც ხმა მოგვცა და ხმა მისცა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
უნდა ითქვას, რომ მიუკერძოებელ გარემოში, სადაც შეუძლებელი იყო არჩევნებში ჩარევა, უკლებლივ ყველგან, აზერბაიჯანის და თურქეთის გარდა, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ...
...მინდა, მივმართო ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, ის არის შესული ძალიან მძიმე დარღვევაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას აქვს ჩადენილი ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მთელ მის თანამზრახველებთან ერთად, იქნებიან ეს კომისიის წევრები თუ სხვა მოხელეები საარჩევნო ადმინისტრაციის და ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს შანსი, გააკეთოს განცხადება, რომელიც პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და ემსახურება ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს ისტორიულ არჩევანს." — თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები