გახარიას თქმით, აშშ-მა სავიზო სანქციები ქართულ ოცნების 1000-ობით წევრს დაუწესა
"თქვენ არ იცით, მაგალითად, რამდენ ადამიანზეა სავიზო შეზღუდვა დადებული — ჩემი მონაცემებით, ეს უკვე ათასობით ადამიანია, ეს უკვე აღარ არის ერთი და ორი ადამიანი", — ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გაუგზავნა ივანიშვილმა მესიჯი თავისი მხარდამჭერებს, რომ "ამერიკასთან დალაგდება".
"ელჩთან შეხვედრის დაანონსება მარტივი ტრიუკია იმიტომ, რომ ახლა ივანიშვილზე შიდა გუნდიდან რამდენიმე მიმართულებით არის წნეხი. [ოცნების გუნდის წევრებს] რისკის და ოცნების პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება აქვთ საკმაოდ მაღალი. თან ამას ემატება ღია წნეხი გარედან, არა რაღაც ცვალებადი მესიჯები, არამედ აბსოლუტურად კოორდინირებული პოზიცია ვაშინგტონს, ბრიუსელს, პარიზს, ლონდონს და ბერლინს შორის.
...ივანიშვილი ბოლო ექვსი თვეა, ამბობს, რომ ასეთი დასავლეთი არ გვინდა, ასეთი ამერიკა არ გვინდა, და კიდე ბევრი რაღაც სისულელე, ამ ხალხისთვის ეს უკვე მათი პერსონალური რისკი გახდა.
როდესაც შენ ხელმძღვანელს გისანქცირებენ და თქვენ არ იცით, მაგალითად, რამდენ ადამიანზეა სავიზო შეზღუდვა დადებული — ჩემი მონაცემებით, ეს უკვე ათასობით ადამიანია, ეს უკვე აღარ არის ერთი და ორი ადამიანი. ეს ხომ დინამიკური პროცესია.
ამიტომ ივანიშვილს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ორი რამ, ორი რამის გულისთვის გააკეთა ეს მონოლოგი: პირველი — გაეგზავნა მესიჯი თავისი მხარდამჭერებისთვის, რომ ამერიკასთან დავლაგდები და ეს იყო უსუსტესი მესიჯი. მეორე — გახარიაზე ნუ ღელავთ, დავიჭერ", — განაცხადა გიორგი გახარიამ კვირის ფორმულაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას ივანიშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, შეხვდება. მისივე ცნობით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია.
"ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი. ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. სურვილი უნდა იყოს ორმხრივი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში", — აღნიშნა ივანიშვილმა.
ამას გარდა, ივანიშვილი იმედთან ინტერვიუში პარტია საქართველოსთვის წევრებს და მის ლიდერს, გიორგი გახარიასაც დაემუქრა გასამართლებით.
"ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პასუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთი-ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც", — განაცხადა ივანიშვილმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები