ვართ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსით მოწინავე პოზიციებზე?
10 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, თავის ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსი სანდო წყაროდ წარმოადგინა. ივანიშვილმა თქვა, რომ კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესის მიხედვით, საქართველო საუკეთესო ხუთეულში შედის, რაც მართალია — ამ ცხრილში საქართველო გაიანასა და ბუტანს შორის, მეხუთე ადგილზეა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაუმჯობესება კი ბანგლადეშმა აჩვენა.
პროგრესის მიუხედავად, საქართველო აღნიშნული ინდექსის კეთილდღეობის ნაწილში გლობალურად 46-ე, ევროპის მასშტაბით კი 32-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ბელარუსი და მოლდოვა არიან.
რაც შეეხება ინდექსის თავისუფლების ნაწილს, 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა. ამ მიმართულებით გვისწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც კაბო-ვერდე, ბარბადოსი და სეიშელის კუნძულები არიან.
ატლანტიკური საბჭოს ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან: პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ქვე-ინდექსებისგან შედგება, რომლებიც საკუთრივ რამდენიმე მიმართულებად იყოფა. თუ თითოეულ მათგანს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის მიმართვაში მხოლოდ ის რიცხვები გამოიყენა, რომელიც მას აწყობდა, თუმცა არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ:
- 2018 წლიდან დღემდე პოლიტიკური ინდექსი 3.4 პუნქტითაა დაცემული. მიმართულებებს ჩავყვებით, პოლიტიკური უფლებების მიმართულება 2016 წლიდან მთელი 6 პუნქტით დაეცა — ეს 2012 წლის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია. 2016 წლის შემდეგ თითქმის 3 პუნქტით დაქვეითდა არჩევნების მიმართულებაც. მეტიც, ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ "სანდო არჩევნებისა და მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერის" 2024 წლის კრებულში ვკითხულობთ, რომ ამ წლის არჩევნები ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა;
პოლიტიკური ინდექსი 2022 წლიდან
ფოტო: Atlantic Council
პოლიტიკური უფლებების მიმართულება 2016 წლიდან
- 2022 წლიდან ეკონომიკური ინდექსი უცვლელია;
ეკონომიკური ინდექსი 2022 წლიდან
- სამართლებრივი ინდექსი სამი წელია, რაც არ გაუმჯობესებულა;
სამართლებრივი ინდექსი 2016 წლიდან
- ბიუროკრატიისა და კორუფციის მაჩვენებელი 2019 წლიდან სტაბილურად უარესდება;
ბიუროკრატიისა და კორუფციის მიმართულება 2019 წლიდან
ფოტო: Atlantic Council
- 2020 წლიდან სტაგნაციაშია (2022 წლიდან დღემდე შემცირდა) უსაფრთხოების მაჩვენებელიც;
უსაფრთხოების მაჩვენებელი 2020 წლიდან
ფოტო: Atlantic Council
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მიერ მოყვანილი რიცხვები 2023 წლის მონაცემებისგან არის შედგენილი და, შესაბამისად, არ მოიცავს ხელისუფლების მიერ ბოლო რამდენიმე თვეში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს — მოსალოდნელია, რომ რუსული და ანტი-ლგბტ კანონები თავისუფლების მიმართულებით ინდექსს მნიშვნელოვნად გააუარესებს, ოფშორების კანონი კი კეთილდღეობის მაჩვენებელზე აისახება უარყოფითად. ამ ყველაფერს 2025 წლის ატლასში ვიხილავთ.
რომ შევაჯამოთ, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ატლანტიკური საბჭოს ინდექსის მხოლოდ ის ნაწილი გამოიყენა, რომელიც მისთვის იყო ხელსაყრელი, ხოლო ნეგატიური მაჩვენებლები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით ქვეყნის სტაგნაციასა და რეგრესზე მიუთითებს, ყურადღების მიღმა დატოვა.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები